,,მრავალკუთხედი” (13 ივნისი) ნაწ. 2

აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს მთავრობამ 13 სხვადასხვა ადგილას 4 ათასამდე ინდივიდუალური კოტეჯი ააშენა იმ დევნილებისთვის, რომელთაც ომის შემდეგ სამხრეთ ოსეთში დაბრუნება ვერ შეძლეს. საშუალოდ, თითოეულ კოტეჯზე 27 800 ლარი დაიხარჯა. მრავალკუთხდის ობიექტივში ამჯერად წმინდაწყლის დასახლებებში მცხოვრები დევნილების კოტეჯები მოხვდა. იძულებით გადაადგილებულები საცხოვრებელი სახლების გარემონტებას ითხოვენ, მათი განცხადებით ცხოვრება გაუსაძლის პირობებში უწევთ. კოტეჯური ტიპის დასახლებებში გამოვლენილი პრობლემები  საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს დასკვნაშიც მოხვდა როგორც ექსპერტები აფასებენ ხარვეზები გამოიწვეულია არამხოლოდ მშენებლობის ტემპის გამო არამედ თავდაპირველი დიზაინის და არასწორი დაგეგმვის შედეგად, ნახეთ ჩვენი რეპორტაჟი გორის რაიონიდან.
გალის რაიონიდან დევნილი ოჯახი ფოთში ღია ცის ქვეშ ცხოვრობს. მიტოვებული ავარიულ ობიექტიდან გაძევების შემდეგ ოჯახი დაპირებული ბინის მოლოდინშია. სოფელ სიდადან იძულებით გადაადგილებულებულები მე-9 ტალღის ჟურნალისტებთან საუბრისას აფხაზეთში დარჩენილ ქართველებზეც საუბრობენ. მათი თქმით აფხაზები საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში სახლების დატოვებას აიძულებენ.