ორმაგი დევნილები

აფხაზეთიდან და გორიდან დევნილები და 2-ჯერ შეცვლილი საცხოვრებელი ადგილი. ორმაგი დევნილის სტატუსის მქონე 11 სულიანი ოჯახი დღეს ზუგდიდში ცხოვრობს. ენგურის მიღმა დარჩენილი იტორია და მომავლის იმედი თამუნა ლატარიას სიუჯეტში.

,,მრავალკუთხედი” 4 ივლისი, ნაწ. 6

86 წლის მეგრელი ლოტბარი. ფოლკლორული გუნდი “ოდოიას” დამფუძნებელი დღეს გუნდის მესამე თაობას ხელმძღვანელობს. რეგიონში ძველი თაობის ერთადერთი წარმომადგენელი ახალ მუსიკალურ ალბომზე მუშაობს და ქართული ხალხური სიმღერების პოპულარიზაციას აგრძელებს. პოლიკარპე ხუბულავას ტელეკომპანია ოდიშის ჟურნალისტები შეხვდნენ.

,,მრავალკუთხედი” 27 ივნისი, ნაწ:1

აგვისტოს ომის შედეგად დევნილი ოჯახები გორის ნარკოლოგიური ცენტრის შენობიდან გადაყვანას ითხოვენ, მიზეზად გაუსაძლის პირობებს ასახელებენ. 2 წლის წინ რეაბილიტირებული შენობის კედლებს დღეს სინესტისგან გამოწვეული დაშლის საფრთხე ემუქრება. როდის მოგვარდება დიდი და პატარა ლიახვის ხეობიდან დევნილი 65 ოჯახის პრობლემა, და რა უპასუხეს მრავალკუთხედის ჟურნალისტს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში. ნინო ჩიბჩიური გიამბობთ. 
საცხოვრებელი ადგილის შეცვლა მოუწევთ ზუგდიდში, რაიონული საავადმყოფოს ეზოში მცხოვრებ დევნილებს. აფხაზეთიდან იძულებით გადადგილებულები ავარიულ შენობაში ცხოვრობენ, ამას ისიც ემატება რომ ტერიტორია კერძო პირის საკუთრებაა. თუმცა როდის მოხდება მათი ალტერნატიულ ფართებში განთავსება ჯერ გაურკველია. აჭარა-სამეგრელო-ზემო სვანეთის დევნილთა დეპარტამენტში კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებენ. 
მაისის შემდეგ საცხოვრებელი ფართების დაკანონებას ელოდებიან მარნეულში ჩასახლებული დევნილები, დათქმულ ვადაში ლტოლვილთა და განსახლების სამინსიტრო ვერ ჩაეტია, ფართების დაკანონებას სამხედრო დასახლებაში მცხოვრები 83 ოჯახი ითხოვს.

მრავალკუთხედი (30 მაისი) ნაწ. 4

სპეციალური უბანი გაიხსნა ზუგდიდიში მცხოვრები დევნილებისთვის, ეს ის კატეგორიაა რომელთაც დევნილობის მოწმობებში დღემდე არ უწერიათ საცხოვრებელი ადგილის მისამართი. სხვადასხვა კომპაქტურად ჩასახლების ადგილებში კი ასეთი 1 200 იძულებით გადაადგილებული ცხოვრობს. 30 მაისს სპეციალურად მათთვის 107-დე უბანი ფუნქციონირებდა. თემას მრავალკუთხედისთვის, ტელეკომპანია ოდიშის ჟურნალიტები გააგრძელებენ.

ადგილობრივი თვითმართველობის შესახებ კანონი, საკრებულო, და თითოეული წევრის ფუნქცია მოვალეობები. იცნობენ თუ არა რეგიონებში წარდგენილ კანდიდატებს და მათ საარჩევნო პროგრამებს. სიუჟეტში ახალციხიდან რამდენად მნიშვნელოვანია ამომრჩევლისთვის საკუთარი უფლებების ცოდნა და მისი მონაწილეობა ახალი საკრებულოს მუშაობაში.
ინფორმირებულობის დონე ასევე დაბალია მარნეულში.  ეთნიკური უმცირესობებისთვის 200-სი ათასზე მეტი ორენოვანი ბიულეტენი დაიბეჭდა სომხურ-ქართულ და აზერბაიჯანულ-ქართულ ენებზე. მიუხედავად იმისა რომ მომზადდა აუდიო და ვიდეო სარეკლამო რგოლებიც ეთნიკური უმცირესობების კომპაქტურად დასახლების ადგილებში ეს არასაკმარისი  აღმოჩნდა, ნახეთ სიუჟეტი მარნეულიდან.

,,მრავალკუთხედი” (23 მაისი) ნაწილი 2

ორიდან რვა სულამდე საქონელი, მათი შესაბამისი კვება, მიღებული ბიომასა და რაც მთავარია შრომა  – მხოლოდ ეს არის საჭირო იმისთვის რომ 24 საათიანი გაზმომზრაგება გქონდეთ, თანაც უფასოდ. თუმცა თენეიშვილების ოჯახს მხოლოდ უფასო გაზი არ არქვს, მათ ეზოში კივის პლანტაციები ხარობს და მიკრო ჩაის გადამამუშავებელი ქარხანაც მოქმედებს. ამ საინტერესო და იდეებით სავსე ოჯახის შესახებ კი უფრო დეტალურად  ტელეკომპანია გურიის ჟურნალისტები მოგიყვებიან. 
ნიჭიერი გამომგონებელი და მეცნიერი, ეს შეფასება 20 წლის დათო აკოფიამ კი ევროპაში დაიმსახურა, მანამდე არაერთი უნიკალური იდეა სოფელ კახათში განახორციელა. საქართველოში ჩატარებულ საერთაშორისო კონკურსებში იგი ყოველთვის პირველ ადგილს იკავებდა, მიუხედავად ამისა ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტს სწავლის საფასურის გადახდა დღეს თავად უწევს, იდეების რეალიზებას კი უსახსრობის გამო ვერ ახერხებს. რამდენად აქცევს ყურადღებას ნიჭიერ სტუდენტს სახელმწიფო და რა წარმატებული გამოგონებები აქვს დათო აკოფიას, ზუგდიდიდან ჩვენი კორესპონდენტების სიუჯეტი.