კოტეჯების რეაბილიტაცია

ცხინვალის რეგიონიდან დევნილების საცხოვრებელი კოტეჯების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გორის რაიონის სოფლებში ხურვალეთი, სკრა კარალეთი საქაშეთი ბერბუკი, თითქმის ყველგან სადაც აგვისტოს ომის შემდეგ დევნილები ჩაასახლეს, სწრაფი ტემპით აშენებული კოტეჯების რებილიტაცია აუცილებელი გახდა. ხელშეკრულების მიხედვით კი იძულებით გადაადგილებულებს, სახლები 1 თვეში უნდა ჩაბარდეთ. თუმცა იმის გამო რომ მშენებლობა თავის დროზე უხარისხოდ შესრულდა პროცესი შესაძლოა გაჭიანურდეს. ცხინვალის რეგიონიდან დევნილები კი თავს ნათესავებთან ნაწილი იქვე კოტეჯებში აფარებს. ჩვენი კორესპოდენტი დაინტერესდა ჩაეტევიან თუ არა მშებენლები ვადებში და შესაძლოა თუ არა რეაბილიტაციის შემდეგ დევნილები საყოფაცხოვრებო პრობლემების წინაშე კვლავ აღმოჩნდნენ.

ერგნეთის მოსახლეობის პრობლემა


ცხინვალის სიახლოვეს მდებარე სოფელი ერგნეთი კი მალე შესაძლოა ნასახლარს დაემსგავსოს. მიზეზად ადგილობრივები სარწყავი წყლის არარსებობას ასახელებენ. დე-ფაქტო რეჟიმის კონტროლის ქვეშ მოქცეული სარწყავი არხიდან ოსური მხარე აგვისტოს ომის შემდეგ წყალს აღარ უშვებს. თუ პრობლემა წელსაც არ მოგვარდა, ერგნეთელები მოსავლს ვერ მოიყვანენ და სოფელი თანდათანობით დაიცლება. ნახეთ მრავალკუითხედის კორესპონდენტის რეპორტაჟი გორის რაიონიდან.

უსტატუსო დევნილები

გორის სოფლების ზარდიანთკაარის და გუგუტიანთკაარის რამდენიმე ოჯახი დევნილობის სტატუსის მინიჭებას ამ დრომდე ელის. როდის უნდა შემუშავდეს კონკრეტული გეგმა ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებთთან მიმართებაში ამის გაგება ჩვენმა კორესპონდენტმა სცადა ნახეთ ნინო ჩიბჩიურის რეპორტაჟი გორიდან.

,,მრავალკუთხედი” 27 ივნისი, ნაწ:1

აგვისტოს ომის შედეგად დევნილი ოჯახები გორის ნარკოლოგიური ცენტრის შენობიდან გადაყვანას ითხოვენ, მიზეზად გაუსაძლის პირობებს ასახელებენ. 2 წლის წინ რეაბილიტირებული შენობის კედლებს დღეს სინესტისგან გამოწვეული დაშლის საფრთხე ემუქრება. როდის მოგვარდება დიდი და პატარა ლიახვის ხეობიდან დევნილი 65 ოჯახის პრობლემა, და რა უპასუხეს მრავალკუთხედის ჟურნალისტს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში. ნინო ჩიბჩიური გიამბობთ. 
საცხოვრებელი ადგილის შეცვლა მოუწევთ ზუგდიდში, რაიონული საავადმყოფოს ეზოში მცხოვრებ დევნილებს. აფხაზეთიდან იძულებით გადადგილებულები ავარიულ შენობაში ცხოვრობენ, ამას ისიც ემატება რომ ტერიტორია კერძო პირის საკუთრებაა. თუმცა როდის მოხდება მათი ალტერნატიულ ფართებში განთავსება ჯერ გაურკველია. აჭარა-სამეგრელო-ზემო სვანეთის დევნილთა დეპარტამენტში კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებენ. 
მაისის შემდეგ საცხოვრებელი ფართების დაკანონებას ელოდებიან მარნეულში ჩასახლებული დევნილები, დათქმულ ვადაში ლტოლვილთა და განსახლების სამინსიტრო ვერ ჩაეტია, ფართების დაკანონებას სამხედრო დასახლებაში მცხოვრები 83 ოჯახი ითხოვს.

სტალინის ძეგლი (მრავალკუთხედი 27 ივნისი. ნაწ. 3)

სტალინის ძეგლის აღება. რეპორტაჟი გორიდან.

,,მრავალკუთხედი” (13 ივნისი) ნაწ. 2

აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს მთავრობამ 13 სხვადასხვა ადგილას 4 ათასამდე ინდივიდუალური კოტეჯი ააშენა იმ დევნილებისთვის, რომელთაც ომის შემდეგ სამხრეთ ოსეთში დაბრუნება ვერ შეძლეს. საშუალოდ, თითოეულ კოტეჯზე 27 800 ლარი დაიხარჯა. მრავალკუთხდის ობიექტივში ამჯერად წმინდაწყლის დასახლებებში მცხოვრები დევნილების კოტეჯები მოხვდა. იძულებით გადაადგილებულები საცხოვრებელი სახლების გარემონტებას ითხოვენ, მათი განცხადებით ცხოვრება გაუსაძლის პირობებში უწევთ. კოტეჯური ტიპის დასახლებებში გამოვლენილი პრობლემები  საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს დასკვნაშიც მოხვდა როგორც ექსპერტები აფასებენ ხარვეზები გამოიწვეულია არამხოლოდ მშენებლობის ტემპის გამო არამედ თავდაპირველი დიზაინის და არასწორი დაგეგმვის შედეგად, ნახეთ ჩვენი რეპორტაჟი გორის რაიონიდან.
გალის რაიონიდან დევნილი ოჯახი ფოთში ღია ცის ქვეშ ცხოვრობს. მიტოვებული ავარიულ ობიექტიდან გაძევების შემდეგ ოჯახი დაპირებული ბინის მოლოდინშია. სოფელ სიდადან იძულებით გადაადგილებულებულები მე-9 ტალღის ჟურნალისტებთან საუბრისას აფხაზეთში დარჩენილ ქართველებზეც საუბრობენ. მათი თქმით აფხაზები საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში სახლების დატოვებას აიძულებენ.

,,მრავალკუთხედი” ( 6 ივნისი) ნაწ.4

ცხინვალის რეგიონიდან დევნილი სტუდენტები განათლების სამინისტროს სწავლის საფასურის დაფარვას სთხოვენ. დავალიანების გამო რამდენიმე სტუდენტი გორის სასწავლებლიდან გარიცხეს. ეკუთვნით თუ არა კონფლიქტის ზონასთან მცხოვრებ სტუდენტებს სახელმწიფოსგან დაფინანსება, და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს იძულებით გადაადგილებული სტუდენტი, 100% გრანტის მისაღებად, მრავალკუთხედის კორესპონდენტი არკვევდა.
რატომ გაძვირდა უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა, და ვინ უნდა არეგულიროს კერძო უნივერსიტეტების ფასები. მრვალკუთხდის ჟურნალისტებმა ამის გასარკვევად უმაღლეს სასწავლებლებს და ოფიციალურ სტრუქტურებს მიაკითხეს. ჩვენი ჟურნალისტები ასევე დაინტერესდნენ არის თუ არა სწავლის საფასური, მიღებული ცოდნის შესაბამისი.

მრავალკუთხედი (30 მაისი) ნაწ. 3


ტელეკომპანია რიონის ჟურნალისტები პოლიტიკური პარტიების ქუთაისური შეხვედრების შესახებ მოგიყვებიან, სიუჟეტში ქუთაისიდან ასევე გაიგებთ რატომ იმუქრებოდნენ ქუთაისის გარეუბანში მცხოვრებნი 50-მეათე უბანზე არჩევნების ჩაშლით. 
თვითმართველობის არჩევნებში დღეს მონაწილეობა საქართველოს მოქალაქეთა გარკვეულმა ნაწილმა ვერ მიიღო, მათ უმრავლესობას უსტატუსო დევნილები წარმოადგენენ. გორის რაიონში ასეთი 200-მდე ოჯახია . მათ პირადობის მოწმობებში მითითებული რეგისტრაციის ადგილი დღეს ოკუპირებულია, თემის დეტალებით მრავალკუთხედის ჟურნალისტი ნინო ჩიბჩიური.

,,მრავალკუთხედი” (23 მაისი) ნაწილი 1

მრავალკუთხედი წყლის რეაბილიტაციის პროცესის მონიტორინგს აგრძელებს, როგორც ჩვენმა ჟურნალისტებმა გაარკვიეს საქართველოს კუთხეები 24 საათიანი წყლის მომარაგებით დაახლოებით ათი წლის შემდეგ იქნება უზრუნველყოფილი. დიდ ქალაქებში სადაც წყლის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს, წყალი გრაფიკის გარეშე 3 წელიწადში ექნებათ. რაც შეეხება სოფლებს, მათი ბედი საბოლოოდ ჯერ გარკვეული არ არის. მრავალკუთხედის სიუჟეტში ასევე გაიგებთ რამდენად ხარისხიანად მიმდინარეობს სამუშაოები.
საძოვრების დაბრუნებას ითხოვენ სოფელ ხელთუბნის მცხოვრებნი. მათი მტკიცებით მიწა არაკანონიერად გაიყიდა, ხელისუფლება საძოვრებისთვის გამოყოფილ მიწის გასხვისებას კი უარყოფს, თუმცა ამის პარალელურად შესყიდული მიწის დამუშავება დაწყებულია. ვინ და რამდენად კანონიერად გაყიდა ხელთუბანში ჰექტრობით მიწა და შესთავაზებენ თუ არა სოფლის მცხოვრებლებს ალტერნატიულ საძოვრებს – მრავალკუთხედის ჟურნალისტი დაინტერესდა. 

მრავალკუთხედი (16 მაისი. 2010) ნაწილი 4

რეპორტაჟი გორიდან – ქუჩებად დაყოფილი დევნილთა დასახლებები