ქალები საზოგადოებრივ საქმიანობაში

ქალბატონების როლი საზოგადოებრივ საქმიანობაში ბევრისთვის დღემდე საკამათო თემად რჩება. ვნახოთ რეპორტაჟი ბათუმიდან, რამდენად დაცულია გენდერული ბალანსი სხვადასხვა ორგანიზაციებში

,,მრავალკუთხედი” 27 ივნისი, ნაწ.5

მუსიკით ნასწავლი ქართული ენა. მრავალკუთხედის მომდევნო სიუჟეტში ნახავთ და მოისმენთ აზერბაიჯანელი მოსწავლეების ნამღერს, რომლებიც ქართულად ვერ ლაპარაკობენ თუმცა ხალხურ სიმღერებს უშეცდომოდ ასრულებენ. მარნეულში ქართულ საზოგადოებასთან ინტეგრაციისთვის გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი ტელეკომპანია მარნეულის კორესპონდენტის სიუჯეტში.
ერთადერთი დამოუკიდებელი არხი აჭარის რეგიონში. ბათუმის 25-თე არხი იუბილარია – ტელევიზიის თანამშრომლებმა დაბადების 17 წლისთავი აღნიშნეს. მიუხედავად იმისა რომ ტელევიზიას დახურვის საფრთხე არაერთხელ შექმნია არხი მუშაობას დღემდე წარმატებით ახერხებს.

,,მრავალკუთხედი” 20 ივნისი. ნაწ. 2

ტურიზმის დეპარტამენტის საპროგნოზო მონაცემებით წელს აჭარაში რვაასი ათასამდე დამსვენებელს ელიან, ბათუმი კი ტურისტულ სეზონს გადათხრილი ქუჩებით ხვდება. წყლისა და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაცია 2 წლის წინ დაიწყო, ამჯერად ქალაქის ყველა ცენტრალური ქუჩა გადათხრილია. რაც გადაადგილებას და სასტუმროების მუშაობას აფერხებს. გარდა ხელისშემშლელი ფაქტორებისა ,,25-ე არხის” ჟურნალისტების სიუჟეტიდან შეიტყობთ რით არის მიმზიდველი წელს ტურისტებისთვის ბათუმი და რას შემოგთავაზებენ ბათუმის სასტუმროებში.

,,მრავალკუთხედი” ( 6 ივნისი) ნაწ.2

რუსთავი, ქუთაისი ფოთი და ბათუმი ახალი მერის მოლოდინში არიან. ქალაქის თავკაცს თბილისისგან განსხვავებით არა ამომრჩეველი, არამედ საკრებულო აირჩევს. როგორც პოლიტოლოგები თვლიან მერის პირდაპირი წესით არჩევა გაზრდის ადგილობრივი ხელისუფლების ლეგიტიმაციის ხარისხს, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებებიც არსებობს. ჩვენი რეგიონული კორესპონდენტები მოგვიყვებიან რატომ არ ირჩევა მერი თვითმმართველ ქალაქებში პირდაპირი წესით, და როგორია ამომრჩევლის აზრი მერობის კანდიდატურებთან დაკავშირებით. ტელეკომპანია 25-თე არხის ჟურნალიტები ასევე გიამბობენ როდის მიენიჭა ბათუმს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი, და ვინ იყო ქალაქის პირველი თავკაცი.
ქუთაისი მერების ხშირი ცვალებადობით რეკორდსმენია. ვარდების რევოლუციის შემდეგ ქალაქმა 8 მერი გამოიცვალა. რიგით მე-9 მერი კი მმართველი პარტიის პირველი ნომერი და მერობის ერთადერთი კანდიდატია.  ვინ მოხვდება ქუთაისის საკრებულოს შემადგენლობაში ტელეკომოანია რიონის ჟურნალისტები მოგიყვებიან..

ტელეჟურნალი ,,მრავალკუთხედი” (16 მაისი 2010) ნაწილი 1

გამოშვების მთავარი თემა _ წყალმომარაგების მდგომარეობის მედიამონიტორინგი საქართველოს კუთხეებში. რეპორტაჟი ბათუმიდან: