,,მრავალკუთხედი” 20 ივნისი. ნაწ. 4

ფოთში ტურისტების სიჭარბე ჯერ არ შეინიშნება. ე.წ კუნძულის უბნის სანაპირო ზოლი, ზღვამ მიიტაცა, მალთაყვაში არსებული პლიაჟი კი კეთილმოუწყობელია და დამსვენებლებს არ იზიდავს. თავად ფოთელები, ცხელი დღეების გატარებას ურეკში ან გრიგოლეთში ამჯობინებენ. რატომ არ ზრუნავენ ფოთში ტურიზმის განვითარებაზე?  – მე-9 ტალღის ჟურნალისტები დაინტერესდნენ.
ამის პარალელურად ფოთელები უწყლობამ შეაწუხა. ქალაქში ორ კვირაზე მეტია, სასმელი წყალი შეზრუდული გრაფიკით მიეწოდებათ. შესაბამისი სამსახურები ამის მიზეზად, გადაუღებელი წვიმების ფონზე, რატომღაც,  გვალვას ასახელებენ. მოსახლეობა ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.

მრავალკუთხედი (16 მაისი. 2010) ნაწილი 2

რეპორტაჟი ფითიდან _რეალურად აქვთ თუ არა ფოთელებს წყალი 24 საათის განმავლობაში

ტელეჟურნალი ,,მრავალკუთხედი” (16 მაისი 2010) ნაწილი 1

გამოშვების მთავარი თემა _ წყალმომარაგების მდგომარეობის მედიამონიტორინგი საქართველოს კუთხეებში. რეპორტაჟი ბათუმიდან: