სოციალური დახმარება

სოციალური დახმარების პარალელურად, ბენეფიციარებს სადაზღვევო პოლისით სარგებლობის უფლებაც შეუჩერდათ. მოტივი ერთია მიმღებთა დასაქმება. ჭიათურაში მცხოვრები 6 სულიანი ოჯახი სოციალური დაზღვევის გარეშე იმ მიზეზით დარჩა, რომ ერთადერთი დასაქმებულის ხელფასი 23 ლარს შეადგენს. ახალი სარეიტინგო ქულის განსაზღვრამდე, რაც რამდენიმე თვეს საჭიროებს, ოჯახი ვერც სოციალურ დახმარებას მიიღებს და ვერც ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისით ისარგებლებს. სარეიტინგო ქულის დადგენის შემდეგ გაურკვეველია რამდენ ოჯახს აღუდგება დახმარება და მოხდება თუ არა გაცდენილი თვეების ანაზღაურება. ჭიათურაში სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი 7 ათასამდე ოჯახიდან საოციალურ დახმარება 2 400 ოჯახს შეუჩერდა

დატოვე კომენტარი