ქვათაცვენა ჭიათურაში

ჭიათურაში კი დახმარებას ცენტრალური უბნის მცხოვრებლები ითხოვენ. აქ ყოველი წვიმის შემდეგ კლდიდან ლოდები ცვივა. ექსპერტები გამოსავალს ეძებენ მანამდე კი ქვათაცვენის საშიშ ზოლში ხალხი ცხოვრებას აგრძელებს. იმერვიზიის ჟურნალისტების რეპორტაჟი.

Advertisements

დევნილები ჭიათურაში

ხმელეთზე ცხოვრებას ოცნებობენ ჭიათურაში. ისევე როგორც ქუთიასში პრეტენზიები აქვთ სამშენებლო კომპანიების მიმართ. დევნილები ასევე საცხოვრებელი ფართების არასწორ გადანაწილენბაზე საუბრობენ. ნახეთ იმერვიზიის რეპორტაჟი ჭითურიდან.

,,მრავალკუთხედი” (13 ივნისი) ნაწ. 5

მირონმდინარე ხატები – ამ სასწაულის მხილველები ახალციხელები გახდნენ. მირონი პანტანასის სასწაულთმოქმედი ღმთისმშობლის ხატზე შენიშნეს, რომელიც ავადმყოფთა მკურნალია და მორწმუნებულები მას სიმსივნით დაავადებულთა განკურვნას ევედრებიან. სად შეიძინეს ხატი სად გრძელდება ერთ ოჯახში დაწყებული სასაწაული ტელეკომპანია მე-9 არხის ჟურნალისტები გიამბობენ.
იდუმალი ისტორიული ძეგლი. კაცხის სვეტი და 45 მეტრის სიმაღლის კლდეზე აგებული სამლოცველო. ქართველი მეცნიერები ჭიათურის რაიონში ამ სვეტზე სასულიერო ცხოვრებას 13 ასურელ მამას უკავშირებენ, ისტორიამ ზუსტად არ შემოგვინახა როდის დაიწყო ქრისტიანული მოღვაწეობა სვეტზე და ვინ იყო პირველი მესვეტე ბერი. თუმცა ალპინისტების ექსპედიციის შემდეგ ცნობილი გახდა რომ კაცხის სვეტის თხემზე სიმონ მესვეტეს ძვლებია დამარხული. როდის შეწყდა სვეტზე რელიგიური ცხოვრება და ვისი დამსახურებაა დღეს აღდგენილი ტაძარი იმერვიზიის ჟურნალისტების სიუჟეტში.

,,მრავალკუთხედი” (23 მაისი) ნაწილი 4

ჭიათურაში კი ნახევარ საუკუნეზე მეტია რაც სამგზავრო ვაგონები არ შეცვლილა. თუმცა აქ გურჯაანისგან განსხვავებით  2 ახალი შემადგენლობის დამატებას გეგმავენ. სამაგიეროდ საქართველოს კალიფორნიად წოდებულ შავი ოქროს ქალაქში, რომელსაც საჰაერო ვენეციასაც უწოდებენ, 17 საბაგირო გზა არსებობს, ქალქის თითქმის ყველა ქუჩა ერთმანეთთან ამ გზებით არის დაკავშირებული. რა მდგომარეობაშია და რამდენად სარგებლობენ ჭიათურაში საბაგირო ტრანსპორტით, იმერვიზიის ჟურნალისტების სიუჯეტიდან შეიტყობთ.
ეთნიკური უმცირესობების ქართულ საზოგადოებასთან ინტეგრაცია, მარნეულში პრობლემად რჩება. ენობრივი ბარიერი, ინფორმაციული ვაკუუმი და გაუცხოება, ეს საკითხები საერთაშორისო, სამთავრობო თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შორის მუდმივი მსჯელობის საგანია. თუმცა უკვე შეიქმნა დოკუმენტი, რომელიც, როგორც ამბობენ, ამ პრობლემების გადაჭრას 5 წელიწადში უზრუნველყოფს. მარნეულიდან ჩვენი კორესპონდენტი დაინტერესდა – რა წერია დოკუმენტში და რამდენად რეალურია მსგავსი საკითხების ამ ვადებში მოგვარება.