რეპორტაჟი ფოთიდან, სადაც, გრძელვადიანი განსახლების პროგრამის ფარგლებში, დევნილებისთვის კორპუსები იგება. სახლები 18 თვეში უნდა ჩაბარდეს. როგორ მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები
ფოთში ტურისტების სიჭარბე ჯერ არ შეინიშნება. ე.წ კუნძულის უბნის სანაპირო ზოლი, ზღვამ მიიტაცა, მალთაყვაში არსებული პლიაჟი კი კეთილმოუწყობელია და დამსვენებლებს არ იზიდავს. თავად ფოთელები, ცხელი დღეების გატარებას ურეკში ან გრიგოლეთში ამჯობინებენ. რატომ არ ზრუნავენ ფოთში ტურიზმის განვითარებაზე? – მე-9 ტალღის ჟურნალისტები დაინტერესდნენ.
ამის პარალელურად ფოთელები უწყლობამ შეაწუხა. ქალაქში ორ კვირაზე მეტია, სასმელი წყალი შეზრუდული გრაფიკით მიეწოდებათ. შესაბამისი სამსახურები ამის მიზეზად, გადაუღებელი წვიმების ფონზე, რატომღაც, გვალვას ასახელებენ. მოსახლეობა ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.
სხვა თვითმმართველი ქალაქებისგან განსხვავებით ფოთში მერობის მხოლოდ ერთი კანდიდატის ვინაობაა ცნობილი, მას ეროვნული საბჭო წარადგენს. მმართველ პარტიაში კი კანდიდატურაზე ჯერ არ შეჯერებულან. მე-9 ტალღის ჟურნალისტების სიუჟეტში პოლიტიკური პარტიების და ფოთელების შეფასებები.
რუსთავში ისევე როგორც საქართველოს რეგიონებში ცესკოს წინასწარი მონაცემებით მმრთველი გუნდის წევრები ლიდერობენ, მიუხედავად იმისა რომ საკრებულოში უმრავლესობას კვლავ ნაციონალური მოაძრაობა წარმოადგენს, ამჯერად ხმის უფლება ოპოზიციის წევრებსაც ექნებათ, ქვემო ქართლის ჟურნალისტები უფრო დეტალურად გიამბობენ ვის რა შანსები აქვს საკრბულოში მოსახვედრად.
პირველად შეიკრიბება საკრებულო მრავალპარტიული მარნეულში. 30 მაისის არჩევნებამდე ოპოზიციური პარტიები მარნეულში ბარიერის გადალახვას ვერ ახარხებდნენ, ამომრჩევლის ხმები კი მუდმივად სახელისუფლებოდ ითვლებოდა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმოამდგენლები საუბნო კომისისის წევრების არაკომპეტენტურობაზე საუბრობენ, პრობლემები ქართული ენის არცოდნის გამო წარმოიშვა. კიდევ რა დარღვევები დაფიქსირდა მარნეულში და როგორ დაკომპლექტდება საკრებულო, ტელეკომპანია მარნეულის ჟურნლისტები გიამბობენ.
თბილისი ერთადერთი ქალაქია საქართველოში, სადაც მერი პირდაპირი წესით აირჩევა. დანარჩენი ოთხი დიდი ქალაქის _ ქუთაისის, რუსთავის, ბათუმის და ფოთის მერებს ადგილობრივი საკრებულოები აირჩევენ. რაიონების საკრებულოებში პროპორციული ადგილები იმ პარტიებს და საარჩევნო ბლოკებს შორის გადანაწილდება რომლებიც 5% იან ბარიერს გადალახავენ. ნახეთ სიუჯეტი ბათუმიდან, რამდენი პოლიტიკური პარტია იბრძვის საკრებულოში მოსახვედრად და ვინ როგორ ცდილობდა ელექტორატის მოზიდვას.
როგორ აფასებენ ფოთელები ქალაქის უკვე ძველი საკრებულოს მუშაობას, და რა მოლოდინები აქვთ. ფოთის საკრებულოში მოსახვედრად უმეტესად ძველი სახეები იბრძვიან, ასე რომ ფოთელებს არჩევანის გაკეთება არ უნდა გასჭირვებოდათ. რა გაუკეთებიათ ქალაქისთვის და რამდენად რეალური დაპირებები მისცეს საკუთარ ამომრჩეველს. მე-9 ტალღის ჟურნალისტების სიუჯეტი.
საპორტო ქალაქის ფაშისტული და რუსული დაბომბვათა პარალელები. ძველი წერილები და დავიწყებული ისტორიები. ,,მრავალკუთხედის” ფოთელი ჟურნლისტების მიერ მომზადებულ სიუჟეტში.