,,მრავალკუთხედი” 27 ივნისი, ნაწ.4

ტელევიზიებსა თუ კინოთეატრებში გაშვებული ფილმები სუბტიტრირებული ან ქართულ ენაზე დუბლირებული უნდა იყოს. ნაციონალური ტელეარხებისათვის მარეგულირებელი კომისიის მიერ მიღებული ეს დადგენლება ძალაში რამდენიმე თვეა რაც შევიდა, რეგიონულ მაუწყებლებს მისი შესრულება 1 ივლისამდე გადაუვადეს. გადაწყვეტილება კი მარეგულირებელი კომისიის განმარტებით ნაკარნახევი იყო უმთავრესი მოტივით, დასავლური ენების სწავლების კუთხით მოსახლეობის დახმარება. თუმცა რამდენად შესაძლებელია სუბტიტრებით უცხო ენის შესწავლა და რა სირთულეები შეიძლება შეექმნათ რეგიონულ მაუწყებლებს და მათ მაყურებლებს, მრავალკუთხედის სიუჟეტიდან გაიგებთ.
რას ფიქრობენ სუბტიტრირებულ ფილმებთან დაკავშირებით სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, რომლიც ძირითადად ეთნიკური უმცირესობითაა დასახლებული, ინგლისური არ ესმით და არც ქართული იციან კარგად. ახალციხის მე-9 არხის ჟურნალსიტები დაინტერესდნენ რამდენად დიდია სუბტიტრებით ნაჩვენები ფილმების მაყურებელთა რიცხვი ახალციხეში.

Advertisements

საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციამ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს მიმართა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის #3 დადგენილების თანახმად, რომელიც თავის მხრივ ემყარებოდა ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 51-ე და 511-ე მუხლებს, კერძო (საერთო ან სპეციალიზებული) ლიცენზიების მფლობელები ვალდებულნი გახდნენ<  სამაუწყებლო ბადეში დასავლური წარმოების მხატვრული ფილმები განათავსონ მწარმოებლის ენაზე, საქართველოს სახლემწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სავალდებულო სუბტიტრებით.

ამგვარი გადაწყვეტილება,  თავის მხრივ,  ნაკარნახევი იყო ერთი უმთავრესი მოტივით – დასავლური ენების სწავლების კუთხით მოსახლეობის დახმარება.

ჩვენ, საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის წევრი 26 ტელეკომპანია, რომელთა წარმომადგენლები თავის დროზე ნაკლებად იყვნენ ჩართულნი ,,მაუწყებლობის შესახებ” კანონში აღნიშნული ცვლილების განხილვაში, საკითხის დეტალურად შესწავლის შედეგად,  მივედით დასკვნამდე, რომ ამ გადაწყვეტილებას გაცილებით მეტი ზიანი მოაქვს, ვიდრე სიკეთე:

– მხედველობის დაზიანება: ოფთალმოლოგთა განცხადებით, სუბტიტრების ეკრანიდან კითხვა აზიანებს მაყურებელთა მხედველობას.

– სუბტიტრებით ინფორმაციის მიღება არაკომფორტულია, რაც ლოგიკურად გამოიწვევს აუდიტორიის დაკარგვას.

– ფილმებისთვის სუბტიტრების დადების ტექნიკური სირთულე და ძვირადღირებულება, რაც მძიმე ტვირთად დააწვება მატერიალურად ისედაც ღარიბ რეგიონულ ტელეკომპანიებს.

– რაც ასევე მნიშვნელოვანია,  სპეციალისტთა განმარტებით, მხოლოდ სუბტიტრებიანი ფილმები ნაკლებად დაეხმარება მოსახლებას დასავლური ენების შესწავლაში, შესაბამისი საგანმანათლებლო ღონისძიებების გატარების გარეშე (განსაკუთრებით სკოლებში) და ამგვარი პროდუქტი მხოლოდ მათთვის იქნება საინტერესო, ვინც ისედაც ფლობს ამა თუ იმ ენას.

– კანონის ზემოხსენებული  მუხლის ამოქმედება გამოიწვევს ქართულ ტელესივრცეში სახელმწიფო ენაზე გახმოვანებული ფილმების რაოდენობის შემცირებას.

ამასთან,  მიგვაჩნია,, რომ საკითხისადმი ამგვარი მიდგომა გარკვეულწილად აკნინებს საქართველოს სახლემწიფო ენის როლს ქვეყანაში. მიგვაჩნია, რომ სახელმწიფომაც და მედიამაც საკუთარი რესურსები უფრო მეტად უნდა მოახმარონ სწორედ ქართული ენის პოპულარიზებას და გავრცელებას ქვეყნის მასშტაბით: ასე განსაჯეთ, თვით ჩვენს შორისაც არიან კომპანიები, რომელთა გავრცელების არეალში მცხოვრები მოსახლებისთვის დღემდე გაუგებარია ქართულ ენაზე მიწოდებული მედიაპროდუქტი.

საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია და მისი წევრი კომპანიები მოგმართავთ თხოვნით, იზრუნოთ კერძო მაუწყებლებისთვის ამ ვალდებულების გაუქმებაზე.