,,მრავალკუთხედი” 4 ივლისი. ნაწ.3

ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ქვემო-ქართლის ფილიალში ყალბი ატესტატების აღმოჩენის შემდეგ საქმეს კვლავ პროკურატურა იძიებს. მარნეულში სტუდენტები კი დიპლომებს ითხოვენ, უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ 2 წელი გავიდა, თუმცა ატესტატი ჯერ არ აუღიათ. როდის დასრულდება საქმის ძიება და შეძლებენ თუ არა დაზარალებული სტუდენტები კუთვნილი დიპლომების მიღებას ჩვენი კორესპონდენტი არკვევდა.
მაგისტრატურის დაფინანსების სქემა. საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ბაკლავრიატისგან განსხვავებით მაგისტრატურაში მხოლოდ 100% გრანტი მოქმედებს რაც საქართველოს უნივერსიტეტების მაშტაბით 100-სი სტუდენტის დაფინანსებას გულისხმობს. რატომ არ უწყობს ხელს სახელმწიფო სრული უმაღლესი განათლების მიღებას

Advertisements

,,მრავალკუთხედი” 20 ივნისი. ნაწ. 2

ტურიზმის დეპარტამენტის საპროგნოზო მონაცემებით წელს აჭარაში რვაასი ათასამდე დამსვენებელს ელიან, ბათუმი კი ტურისტულ სეზონს გადათხრილი ქუჩებით ხვდება. წყლისა და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაცია 2 წლის წინ დაიწყო, ამჯერად ქალაქის ყველა ცენტრალური ქუჩა გადათხრილია. რაც გადაადგილებას და სასტუმროების მუშაობას აფერხებს. გარდა ხელისშემშლელი ფაქტორებისა ,,25-ე არხის” ჟურნალისტების სიუჟეტიდან შეიტყობთ რით არის მიმზიდველი წელს ტურისტებისთვის ბათუმი და რას შემოგთავაზებენ ბათუმის სასტუმროებში.

,,მრავალკუთხედი” 20 ივნისი. ნაწ. 3

ქუთაისში პრეზიდენტის მიერ ზარზეიმით გახსნილი სპორტული კომპლექსი, ერდღიანი დატვირთული მუშაობის შემდეგ, დღეს დახურულია. უკვე თვე ნახევარია ეკონომიკის სამინისტროს ვერ გაურკვეველია ვის მფლობელობაში უნდა გადავიდეს აღნიშნული კომპლექსი. ქუთაისლებს კი აინტერესებთ – როდის გაიხსნება სანატრელი აუზი და რამდენად მისაღებ ფასად მოემსახურებიან ადგილობრივებს. თემაზე ტელეკომპანია რიონის ჟურნალისტები მუშაობდნენ.
როგორც ტელეკომპანია გურიის ჟურნალისტებმა გაარკვიეს – ურეკს დამსვენებლები უპირატესობას, არამარტო კლიმატის და მაგნიტური ქვიშის,  არამედ სხვა საზღვაო კურორტებთან შედარებით, დაბალი ფასების გამოც ანიჭებენ.  გურიის კურორტ ურეკში საზღაო სეზონი ოფიციალურად ჯერ არ გახსნილა, თუმცა დამსვენებელთა მცირე, მაგრამ პირველი ნაკადი უკვე მიიღეს. რას სთავაზობს დამსვენებელს შავიზღვისპირა ურეკი ნახეთ ჩვენს სიუჟეტში: