უწყლობა ბორჯომში

როცა მსოფლიო სასმელი წყლის დეფიციტს განიცდის, საქართველოს თამამად შეუძლია იამაყოს ამ ბუნებრივი რესურსის ჭარბი რაოდენობით. მაგრამ რაოდენობა ხარისხს არ განსაზღვრავს. მრავალკუთხედი დაინტერესდა რატომ იყენებს ბორჯომის მოსახლეობა ონკანიდან გამოსულ წყალს მხოლოდ ტექნიკური მიზნებისათვის და როდის აღარ შეეშინდებათ დამსვენებლებს ბორჯომის ხეობაში ბავშვების ჩაყვანის. ბორჯომის წყალ-საკანალიზაციო პრობლემებზე ტელეკომპანია ბორჯომის ჟურნალისტების რეპორტაჟი.

Advertisements

წყლის პრობლემა ბოლნისში

წყლის პრობლემაა ბოლნისის რაიონშიც. ხატისოფელში 100 ოჯახი ერთი ბუნებივი წყაროთი სარგებლობს და ისიც 3 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ამ მანძილის გავლა კი მათ ყველდღიურად უწევთ. როდის მოგვარდება ხატისოფლის მოსახლეობისთვის წყლის და გზების პრობლემა ნახეთ რეპორტაჟი ბოლნისიდან.

,,მრავალკუთხედი” 20 ივნისი. ნაწ. 4

ფოთში ტურისტების სიჭარბე ჯერ არ შეინიშნება. ე.წ კუნძულის უბნის სანაპირო ზოლი, ზღვამ მიიტაცა, მალთაყვაში არსებული პლიაჟი კი კეთილმოუწყობელია და დამსვენებლებს არ იზიდავს. თავად ფოთელები, ცხელი დღეების გატარებას ურეკში ან გრიგოლეთში ამჯობინებენ. რატომ არ ზრუნავენ ფოთში ტურიზმის განვითარებაზე?  – მე-9 ტალღის ჟურნალისტები დაინტერესდნენ.
ამის პარალელურად ფოთელები უწყლობამ შეაწუხა. ქალაქში ორ კვირაზე მეტია, სასმელი წყალი შეზრუდული გრაფიკით მიეწოდებათ. შესაბამისი სამსახურები ამის მიზეზად, გადაუღებელი წვიმების ფონზე, რატომღაც,  გვალვას ასახელებენ. მოსახლეობა ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.