ტრენინგი ,,მრავალკუთედის“ ჟურნალისტებისა და ოპერატორებისათვის

16- დან 22 ივლისის ჩათვლით ბაკურიანში მდებარე სასტუმრო ,,პრემიერ პალასი“ ტელეჟურნალ ,,მრავალკუთხედის“ ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის ორგანიზებულ ტრენინგს მასპინძობს. Continue reading

Advertisements

ტრენინგი GARB-ის ჟურნლისტებისათვის

8-9 ივლისს გაეროს ბავშვთა ფონდისა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ დახმარების საკითხთა სამინისტროს მიერ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემის რეფორმირება არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისათვის საქართველოში” ფარგლებში გაიმართა  სემინარი  ბავშვთა საკითხების გაშუქების შესახებ. Continue reading

კონკურსი საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციისათვის სასწავლო ვიზიტ-ტრენინგზე

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ”საქართველოში მედიის როგორც მაკონტროლებელი როლის გაძლიერება”, იწვევს საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის წევრ-ტელეკომპანიების თანამშრომლებს (მენეჯერები, რედაქტორები, ჟურნალისტებს) მონაწილეობა მიიღონ კონკურსში, რომელიც მიზნად ისახავს მონაწილეობას 5-დღიან სასწავლო ვიზიტ-ტრენინგში CIRCOM Regional-ის ერთ-ერთ წევრ ტელევიზიაში. Continue reading

,,მრავალკუთხედი” (13 ივნისი) ნაწ. 4

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდისა და რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის ინიციატივით რეგიონულ მაუწყებლების დირექტორები შეიკრიბნენ. სამდღიან სემინარზე   ორგანიზაციის განვითარების სტრატეგიებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჟელეს. სემინარს უძღვებოდნენ სერკომ რეგიონალის  ტრენინგების პროექტის მენეჯერი და რტვ ნორდ-ის ყოფილი დირექტორი. მათ გაუზიარეს ის გამოცდილება რომელიც ევროპის რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის მუშაობის შედეგად დაუგროვდათ. სემინარი ევროკავშირისა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის `საქართველოში მედიის, როგორც მაკონტროლებელი ინსტიტუტის როლის გაზლიერება~ ფარგლებში ჩატარდა.
შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე ქუთაისში 21 წელს დაარსებული ტელერადიოკომპანია ,,რიონიც” იყო. პირველი ქართლი დამოუკიდებელი რეგიონული არხი დღეს მაყრებელს საინფორმაციო ანალიტიკურ პროგრამებთან ერთად საკუთარ შემცნებით-გასართობ და საბავო პროგამებსაც სთავაზობს. ჟურნალისტი როენა კახიძე მოგვითხრობს ტელეკომაპნია რიონის საქმიანობის შესახებ დაარსებიდან დღემდე

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია, ასოციაციის წევრი კომპანიებისთვის 2-4 ივნისს მართავს სემინარს – ,,სამუშაო გეგმის შემუშავება“.

სემინარს გაუძღვებიან: კეროლ ჩომა- Circom Regional ტრენინგების პროექტის მენეჯერი (დიდი ბრიტანეთი), რულ დაიკჰაუზი –RTV Noord-ს ყოფილი ხელმძღვანელი (ჰოლანდია) და ნინო ხურციძე- ასოცირებული პროფესორი სამართალში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი.

სემინარი ტარდება ევროკავშირისა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინბისტროს  მიერ დაფინანსებული პროექტის ,,საქართველოში მედიის, როგორც მაკონტროლებელი ინსტიტუტის როლის გაძლიერება“ ფარგლებში.