სახალხო დამცველი რეგიონული არხების პრობლემებს გაეცნო

საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში 5 მაისს საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარეს – თამარ ღვინიანიძეს და აღმასრულებელ დირექტორს – ნათია კუპრაშვილს შეხვდა.

ასოციაციის ინიციატივით შემდგარ შეხვედრაზე რეგიონული არხების წინაშე მდგარი პრობლემები განიხილეს, მათ შორის ისაუბრეს რეგიონული არხების საგადასახადო ამინისტირების პროცესის გაჭიანურებასა და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე; საარჩევნო კოდექსის იმ მუხლებზე, რომელიც რეგიონულ მაუწყებელებს საარჩევნო სუბიექტებისთვის უფასო სარეკლამო დროის გამოყოფას ავალდებულებს და რეალურად, არხებს ძალიან აზარალებს, ასევე ,,საქართველოს ტელერადიოცენტრის” მხრიდან მომსახურების ტარიფების გაზრდის მცდელობაზე, რამაც შესაძლოა რეგიონულ არხებს ახალი პრობლემები შეუქმნას.

გიორგი ტუღუშის  განცხადებით, საქართველოს სახლახო დამცველის აპარატი აქტიურად დაკავდება რეგიონული მაუწყებლების წინაშე არსებული პრობლემების მოგვარების საკითხებით.

Advertisements