Garb-ი შეუერთდა ,,ეთიკის კოდექსს“

ეთიკის კოდექსი ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივით შეიქმნა და მხარეთა, მათ შორის მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობის გზით დაიხვეწა.

 „ეთიკის კოდექსზე”  ხელმომწერი  პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლები ვალდებულებას იღებენ,  რომ 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კენჭისყრის დღეს, არჩევნების დასრულებამდე და მის  შემდგომ პერიოდში: საარჩევნო პროცესების გაშუქებისას დაიცავენ  პროფესიული ეთიკის ნორმებს; იქნებიან  სამართლიანნი, ობიექტურნი, მიუკერძოებელნი და ზუსტნი.

27 მაისს სასტუმრო ,,რედისონში“ გამართულ პრეზენტაციაზე ,,ეთიკის კოდექსს“ მედიაორგანზიაციათა მხრიდან ხელი მოაწერა: საქართეველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, ტელეკომპანიამ ,,რუსთავი 2“ , გამოცემამ ,,ლიბერალი“, ინტერნეტგამოცემამ media.ge და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციამ. მოგვიანებით ეთიკის კოდექსს სხვა მედიაორგანიზაციებიც შეუერთდნენ.

ეთიკის კოდექსის ხელმოწერის ცერემონიალს ესწრებოდა საქართველოში ევროკავშირის  წარმომადგენელი ფრანსუა მუსოლიე, რომელმაც  ხაზი გაუსვა ეთიკის კოდექსის შემუშავებასა და მიღებაში რეგიონული მედიის მონაწილეობის მნიშნელობას.

This slideshow requires JavaScript.

რატომ არ გვემაისება

რა არის საქართველოსთვის 9 მაისი? რა ვიცით და არ ვიცით ამ თარიღის და მასთან დაკავშირებული მოვლენების შესახებ. ,,მრავალკუთხედის“ ჟურნალისტების მრავალფეროვანი რესპონდენტები ჩვენს სიუჟეტში (მაისი 2010)

ომის დეჟავიუ ფოთში

საპორტო ქალაქის ფაშისტული და რუსული დაბომბვათა პარალელები. ძველი წერილები და დავიწყებული ისტორიები. ,,მრავალკუთხედის” ფოთელი ჟურნლისტების მიერ მომზადებულ სიუჟეტში.

მესხები მესხების მოლოდინში

როგორ ცხოვრობენ 30 წლის წინ გადმოსახლებული მესხები საქართველოში, სამტრედიის რაიონის სოფელ იანეთში და რატომ რჩებიან ისინი ,,სხვებად” დანარჩენი საქართველოსთვის. ნახეთ ,,მრავალკუთხედის” რეპორტაჟი იანეთიდან, სადაც მუსლიმი მესხების რეპატრიაციის პროცესიი განახლებას მოუთმენლად ელოდებიან. (03.2010)