,,მრავალკუთხედი” ( 6 ივნისი) ნაწ.2

რუსთავი, ქუთაისი ფოთი და ბათუმი ახალი მერის მოლოდინში არიან. ქალაქის თავკაცს თბილისისგან განსხვავებით არა ამომრჩეველი, არამედ საკრებულო აირჩევს. როგორც პოლიტოლოგები თვლიან მერის პირდაპირი წესით არჩევა გაზრდის ადგილობრივი ხელისუფლების ლეგიტიმაციის ხარისხს, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებებიც არსებობს. ჩვენი რეგიონული კორესპონდენტები მოგვიყვებიან რატომ არ ირჩევა მერი თვითმმართველ ქალაქებში პირდაპირი წესით, და როგორია ამომრჩევლის აზრი მერობის კანდიდატურებთან დაკავშირებით. ტელეკომპანია 25-თე არხის ჟურნალიტები ასევე გიამბობენ როდის მიენიჭა ბათუმს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი, და ვინ იყო ქალაქის პირველი თავკაცი.
ქუთაისი მერების ხშირი ცვალებადობით რეკორდსმენია. ვარდების რევოლუციის შემდეგ ქალაქმა 8 მერი გამოიცვალა. რიგით მე-9 მერი კი მმართველი პარტიის პირველი ნომერი და მერობის ერთადერთი კანდიდატია.  ვინ მოხვდება ქუთაისის საკრებულოს შემადგენლობაში ტელეკომოანია რიონის ჟურნალისტები მოგიყვებიან..

Advertisements

მრავალკუთხედი (30 მაისი) ნაწ. 2

 თბილისი ერთადერთი ქალაქია საქართველოში, სადაც მერი პირდაპირი წესით აირჩევა. დანარჩენი ოთხი დიდი ქალაქის _ ქუთაისის, რუსთავის, ბათუმის და ფოთის მერებს ადგილობრივი საკრებულოები აირჩევენ. რაიონების საკრებულოებში პროპორციული ადგილები იმ პარტიებს და საარჩევნო ბლოკებს შორის გადანაწილდება რომლებიც 5% იან ბარიერს გადალახავენ. ნახეთ სიუჯეტი ბათუმიდან, რამდენი პოლიტიკური პარტია იბრძვის საკრებულოში მოსახვედრად და ვინ როგორ ცდილობდა ელექტორატის მოზიდვას.
როგორ აფასებენ ფოთელები ქალაქის უკვე ძველი საკრებულოს მუშაობას, და რა მოლოდინები აქვთ. ფოთის საკრებულოში მოსახვედრად უმეტესად ძველი სახეები იბრძვიან, ასე რომ ფოთელებს არჩევანის გაკეთება არ უნდა გასჭირვებოდათ.  რა გაუკეთებიათ ქალაქისთვის და რამდენად რეალური დაპირებები მისცეს საკუთარ ამომრჩეველს. მე-9 ტალღის ჟურნალისტების სიუჯეტი.