,,მრავალკუთხედის” სიუჟეტების პრეზენტაცია

ფონდ ,,ღია საზოგადოება- საქართველოს” ოფისში შედგა ტელეჟურნალ ,,მრავალკუთხედის” სიუჟტეების პრეზენტაცია, რომელსაც ახალგაზრდა ჟურნლისტებთან ერთად, მედია, არასამთავრობო და დონორი ორგანზიაციების წარმომადგენელბიც დაესწრნენ.

სიუჟეტი თემაზე

ტელეჟურნალ ,,მრავლკუთედის“ სიუჟეტთა პრეზენტაცია

საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია აწყობს ტელეჟურნალ ,,მრავალკუთხედის“ სიუჟეტთა პრეზენტაციას.

ტელეჟურნალი თბილისში ბაზირებული სტუდიის მიერ ასოციაციის წევრ ტელეკომაპნიათა თანამონაწილეობით მზადდება,  პროექტის ფარგლებში, რომელიც ჰოლანდიური ორგანიზაცია ,,პრეს ნაუსა“ და ფონდ ,,ღია საზოგადოება – საქართველოს“ თანადგომით ხორციელდება.

პრეზენტაცია შედგება 5 ივლისს, 16:30 სთ-ზე ფონდ ,,ღია საზოგადოება – საქართველოს“  ოფისში (ჭოველიძის ქ. # 10).

,,მრავალკუთხედი” 20 ივნისი. ნაწ. 1

რა გეგმების განხორციელებას გეგმავენ ტურიზმის დეპარტამენტში, და როგორ გავატაროთ ცხელი დღეები გრილად და მისაღებ ფასად, მრავალკუთხედის სიუჟეტში.

,,მრავალკუთხედი” (13 ივნისი) ნაწ. 1

რა წერია ურთიერთგაგების მემორნდუმში რომელიც საქართველომ რუსეთთან ენგურჰესის ერთობლივად მართვის გადაწყვეტილების შემდეგ გააფორმდა. ამის გაგებას ჟურნალისტები უკვე 2 წელია ცდილობენ. სააპელაციო სასამართლომ გაზეთ “რეზონანსის” რედაქტორისა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიის მიერ, ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი არ დააკმაყოფილა. მოსარჩელე მხარე სამინისტროსგან იმ მემორანდუმის საჯაროობას ითხოვს, რომელიც ენგურჰესის მართვას ეხება.
უდიდესი ჰესი ამიერკავკასიაში.  ენგურჰესის კაშხალი და ფიდროელექტროსადგურები კონფლიქტის ზონის ცენტრში მდებარეობს. აფხაზეთისთვის ეს ელექტროენერგიის ერთადერთი წყაროა. ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგიის უმეტეს წილს სწორედ აქედან იღებს. ამიტომ როგორც ქართველები ისე აფხაზები დაინტერესებულები არიან ჰესმა მუშაობა გააგრძელოს. ენგურჰესის კაშხალი ჯვარშია, ელექტროსადგურები კონფლიქტის ზონაში. ეს არის ადგილი სადაც ქართველები და აფხაზები ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე ურთიერთთანამშრომლობის მაგალითს უჩვენებს ყველას ვისაც კონფლიქტის მოგვარება სურს.

,,მრავალკუთხედი” ( 6 ივნისი) ნაწ.1

30 მაისის არჩევნებში მონაწილეობა ორწლიანი ოკუპაციის პირობებში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღო. არჩევნების დღემდე გასაიდუმლოებული იყო სად გაიხსნებოდა მათთვის სარჩევნო უბანი. პერევის და მოსაზღვრე სოფელ ქარძმანის მცხოვრებთათვის ეს არ იყო მხოლოდ ხმის მიცემის პროცედურა. მათ არჩევნებში საქართველოს ერთიანობას კიდევ ერთხელ დაუჭირეს მხარი. ბევრმა ოკუპირებულ სოფელში მცხოვრებმა, რუსების მიერ კონტროლირებადი გამშვები პუნქტი არჩვენებამდე ერთი დღით ადრე გადმოლახა, რა პრობლემები ექმნებათ ე.წბულ. საზღვრზე გავლისას და როგორ ცხოვრობენ ოკუპირებულ ზონაში იმერვიზიის ჟურნალისტების რეპორტაჟი.

მრავალკუთხედი (30 მაისი) ნაწ. 5

მრავალკუთხედის  სიუჟეტის თემა პოლიტიკოსების სლოგანებია. თქვენ გაიგებთ რამდენად კარგად არის შერჩეული მათი გზავნილები, და პასუხობენ თუ არა საზოგადოების მოთხოვნებს, ლადო გოგოლაძის და დავით ძიძიშვილის რეპორტაჟში ხალხის აზრი, დაპირებების შეჯიბრი და სოციოლოგის შეფასება.

მრავალკუთხედი (16 მაისი. 2010) ნაწილი 5

რამდენად მზად არიან მასწავლბელთა სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის არაქართულენოვანი პედაგოგები _ რეპროტაჟი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული მარნეულიდან. ასევე, შურუბუმუს მღვიმე და მისი პერსპექტივა ,,მრავალკუთხედის” სიუჟეტში.