,,მრავალკუთხედი” 27 ივნისი, ნაწ.4

ტელევიზიებსა თუ კინოთეატრებში გაშვებული ფილმები სუბტიტრირებული ან ქართულ ენაზე დუბლირებული უნდა იყოს. ნაციონალური ტელეარხებისათვის მარეგულირებელი კომისიის მიერ მიღებული ეს დადგენლება ძალაში რამდენიმე თვეა რაც შევიდა, რეგიონულ მაუწყებლებს მისი შესრულება 1 ივლისამდე გადაუვადეს. გადაწყვეტილება კი მარეგულირებელი კომისიის განმარტებით ნაკარნახევი იყო უმთავრესი მოტივით, დასავლური ენების სწავლების კუთხით მოსახლეობის დახმარება. თუმცა რამდენად შესაძლებელია სუბტიტრებით უცხო ენის შესწავლა და რა სირთულეები შეიძლება შეექმნათ რეგიონულ მაუწყებლებს და მათ მაყურებლებს, მრავალკუთხედის სიუჟეტიდან გაიგებთ.
რას ფიქრობენ სუბტიტრირებულ ფილმებთან დაკავშირებით სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, რომლიც ძირითადად ეთნიკური უმცირესობითაა დასახლებული, ინგლისური არ ესმით და არც ქართული იციან კარგად. ახალციხის მე-9 არხის ჟურნალსიტები დაინტერესდნენ რამდენად დიდია სუბტიტრებით ნაჩვენები ფილმების მაყურებელთა რიცხვი ახალციხეში.

არასამთავრობო ორგანიზაციები ტელესამაუწყებლო კომპანიებისთვის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის პროცესის გამჭვირვალობას ითხოვენ

This slideshow requires JavaScript.

26  თებერვალს, პარლამენტში საანგარიშო მოხსენებით გამოსვლის დროს, პრეზიდენტმა ქართული რეგიონული მაუწყებლებისთვის საგადასახადო ამნისტიის ინიციატივით გამოვიდა და განაცხადა, რომ ”მედიამ უნდა შეძლოს თავისუფლად განვითარება და მათი მეშვეობით განვითარდეს ქართული დემოკრატია”.  პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ მისივე ვებ გვერდზე საანგარიშო მოხსენება გამოქვეყნდა, რომლის თანახმად ამნისტია არა მხოლოდ რეგიონულ მაუწყებლებზე, არამედ ნაციონალურ მაუწყებლებზეც გავრცელდებოდა.  ამავდროულად, პარლამენტში შევიდა ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის კანონპროექტი, რომელიც  დავალიანების ჩამოწერას გულისხმობს მხოლოდ რეგიონული ტელევიზიებისთვის.

გამომდინარე იქიდან, რომ საგადასახადო ამნისტიასთან დაკავშირებული მოვლენები ბუნდოვანია და საზოგადოებისთვის უცნობია ის დავალიანებები, რაც მაუწყებლებს ეკისრებათ, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლების თხოვნით, ფონდმა ”ღია საზოგადოება-საქართველომ” 7 მაისს მრგვალი მაგიდა გამართა, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენდა მთავრობისათვის ტელესამაუწყებლო კომპანიებისთვის 36 მლნ ლარის ოდენობის   საგადასახადო დავალიანებისა და მასზე დარიცხული საურავების ჩამოწერის საკითხის გამჭვირვალობის მოთხოვნა და საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ საზოგადოების ინფორმირება.

შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” და ჟურნალ “ლიბერალის” წარმომადგენლები.

ჟურნალ “ლიბერალის” მთავარმა რედაქტორმა შორენა შავერდაშვილმა მაუწყებლების დავალიანებებზე ისაუბრა და კონკრეტული ციფრები დაასახელა.  ლიბერალის მიერ განხორციელებული მოკვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ მაუწყებელთა დავალიანება, გარდა იმ რამდენიმე მაუწყებლისა, რომელიც დავალიანების ოდენობას არ ასახელებს, 11 მილიონია. მისი თქმით “ჯამში 36 მილიონიანი ამნისტიიდან ცნობილი მხოლოდ 11 მილიონი ლარის სავარაუდო მიზნობრიობაა, დანარჩენი კი უცნობია”.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გადასახადებისაგან გათავისუფლების საკანონმდებლო მხარეზე და  იმ განსხვავებებზე ისაუბრა, რომელიც დავალიანების რესტრუქტურიზაციასა და ჩამოწერას შორის არსებობს . თამარ გურჩიანმა დავალიანების რესტრუქტურიზაციის კონკრეტული მაგალითები წარმოადგინა და აღნიშნა, რომ რესტრუქტურიზაცია ამ შემთხვევაშიც ყველაზე ოპტიმალური გამოსავალია. “ტელეკომპანიებისთვის საგადასახადო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის გამოცდილება უკვე არსებობს, ხოლო შეწყვეტის, ანუ ჩამოწერის პრაქტიკა-არა!”- აღნიშნა მან. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შემთხვევათა ინდივიდუალურად შესწავლაც მოითხოვა, იმისათვის, რომ პროპორციული ზომები იქნას მიღებული.

ცხარე დისკუსიისას განსხვავებული მოსაზრებები გამოითქვა.  დამსწრე საზოგადოების ნაწილი მიიჩნევდა, რომ დავალიანების ჩამოწერა არათანაბარი კონკურენტული გარემოს შექმნას უწყობს ხელს და იმ იმედით, რომ ამნისტია კვლავ განმეორდება, მაუწყებლებს უბიძგებს თავი აარიდონ გადასახადების გადახდას. გარდა ამისა, დაზარალებულია კეთილსინდისიერი გადამხდელი.  

“ვალების ჩამოწერა ნიშნავს, რომ იმ მედიას, რომელსაც ეკისრება დავალიანება უნდა ჩამოეწეროს გადასახადი, მაგრამ ამავე დროს, არიან მაუწყებლები, რომელთაც დავალიანება არ გააჩნიათ. ისინი პატიოსნად იხდიდნენ გადასახადებს და ამ შემთხვევაში დაზარალებულნი არიან. ამავე დროს, დგება მედიის თავისუფლების საკითხიც. როგორ ფიქრობთ, ის მედია, რომელსაც ჩვენ ჩამოვაწერთ ვალებს, იქნება ობიექტური?!”-ამბობს ლაშა ტუღუში, გაზეთ “რეზონანსის” მთავარი რედაქტორი.

პარლამენტარ პავლე კუბლაშვილის თქმით ინდივიდუალურად განხილვა სუბიექტურად განხილვას გულისხმობს, “რის შედეგადაც შეუძლებელია ობიექტური გადაწყვეტილება მივიღოთ. გადასახადების ჩამოწერის მიზანი არის მაუწყებლების განვითარების ხელშეწყობა მიუხედავად იმისა, ვის რამდენი აქვს დავალიანება. თუ გამოცხადდება ამნისტია ის ავტომატურად შეეხება ყველა მაუწყებელს, მიუხედავად იმისა სურს თუ არა მას ამის გამოყენება. თავისთავად ამნისტია,ხშირ შემთხვევაში, სცილდება სამართლიანობის ნაწილს  და ეს არ ეხება მხოლოდ საგადასახადო ამნისტიას. ამნისტიაში უსამართლობის ელემენტი გარკვეულწილად არის, რადგან არათანაბარ პირობებში აყენებს იმ პირებს, ვის მიმართაც ამნისტია შესაძლოა იყოს გამოყენებული,  საგადასახადო ამნისტია საფრთხილო თემაა და გადამხდელის კულტურას აზიანებს და კეთილსინდისიერ გადამხდელებს ცუდ მდგომარეობაში აყენებს, რის გამოც შეიძლება გაჩნდეს სურვილი რომ მათ აღარ გადაიხადონ თუ მსგავს შემთხვევას სისტემატიური ხასიათი ექნება, მაგრამ ეს ამნისტია არის ერთჯერადი აქტი და არავითარ შემთხვევაში არ განმეორდება”-აღნიშნავს იგი.

რეგიონული მაუწყებლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ რეგიონულ მაუწყებლებს  ამნისტია ძალიან ბევრ პრობლემას მოუხსნის. რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის წარმომადგენლის ნათია კუპრაშვილის თქმით, ”სარეკლამო ბაზარი რეგიონებში ფაქტობრივად არ არსებობს. დღესდღეობით, რეგიონულ მაუწყებელთა შემოსავალი ნულია. ამნისტიის გარეშე მაუწყებლები დახურვას ვერ გადაურჩებიან”.

გამოითქვა მოსაზრებაც, რომ თუ ამნისტია განხორციელდება, ის ბეჭდურ მედიასაც უნდა შეეხოს. “თუ მედიის მხარდაჭერაზეა საუბარი, რატომ მხოლოდ ტელევიზიები და არა ბეჭდური მედია და რადიო? ტელევიზიები მედია ბაზრის ყველაზე დიდი მოთამაშეები არიან, სარეკლამო ბაზრის უდიდესი წილიც მათზე მოდის. ლოგიკურად, გაცილებით უფრო დიდი ფინანსური წნეხის ქვეშ არის ბეჭდური მედია და არანაკლები როლი აქვს მას  ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის განვითარებაში”-აღნიშნა შორენა შავერდაშვილმა.

წყარო: ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო

Garb-ი შეუერთდა ,,ეთიკის კოდექსს“

ეთიკის კოდექსი ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივით შეიქმნა და მხარეთა, მათ შორის მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობის გზით დაიხვეწა.

 „ეთიკის კოდექსზე”  ხელმომწერი  პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლები ვალდებულებას იღებენ,  რომ 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კენჭისყრის დღეს, არჩევნების დასრულებამდე და მის  შემდგომ პერიოდში: საარჩევნო პროცესების გაშუქებისას დაიცავენ  პროფესიული ეთიკის ნორმებს; იქნებიან  სამართლიანნი, ობიექტურნი, მიუკერძოებელნი და ზუსტნი.

27 მაისს სასტუმრო ,,რედისონში“ გამართულ პრეზენტაციაზე ,,ეთიკის კოდექსს“ მედიაორგანზიაციათა მხრიდან ხელი მოაწერა: საქართეველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, ტელეკომპანიამ ,,რუსთავი 2“ , გამოცემამ ,,ლიბერალი“, ინტერნეტგამოცემამ media.ge და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციამ. მოგვიანებით ეთიკის კოდექსს სხვა მედიაორგანიზაციებიც შეუერთდნენ.

ეთიკის კოდექსის ხელმოწერის ცერემონიალს ესწრებოდა საქართველოში ევროკავშირის  წარმომადგენელი ფრანსუა მუსოლიე, რომელმაც  ხაზი გაუსვა ეთიკის კოდექსის შემუშავებასა და მიღებაში რეგიონული მედიის მონაწილეობის მნიშნელობას.

This slideshow requires JavaScript.

აშშ-ს სრულუფლებიანი ელჩი ჯონ ბასი ტელეკომპანია ,,გურიას” სტუმრობდა

16 აპრილს დამოუკიდებელ სამაუწყებლო კომპანია “გურიას” საქართველოში აშშ-ს სრულუფლებიანი ელჩი ჯონ ბასი სტუმრობდა. ტელეკომპანიაში ელჩმა ჟურნალისტებთან მრგვალი მაგიდა გამართა   და მათ შეკითხვებს უპასუხა.

შეხვედრის  შემდეგ ჯონ ბასმა ესკლუზიური ინტერვიუ მისცა სამაუწყებლო კომპანია “გურიას” ჟურნალისტს.

ბატონმა ელჩმა საქართველო ამერიკის ურთიერთობებზე, დემოკრატიის განვითარებაზე, ადგილობრივ არჩევნებზე, მედიის და კერძოდ რეგიონული მედიის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა.

ინტერვიუს შემდეგ ელჩმა ტელეკომპანია “გურია”დაათვალიერა, გაეცნო მის მუშაობას და სამომავლო გეგმებს.

რეპორტაჟი გორის რაიონიდან

რას იჭერს კუსტარული ანტენა გორის რაიონში, მაშინ, როცა რუსული არხების ტრანსლირება უმეტეს საქართველოში შეზღუდულია. ნახეთ ,,მრავალკუთხედის” სიუჟეტი (მარტი 2010)