კონკურსი საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციისათვის სასწავლო ვიზიტ-ტრენინგზე

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ”საქართველოში მედიის როგორც მაკონტროლებელი როლის გაძლიერება”, იწვევს საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის წევრ-ტელეკომპანიების თანამშრომლებს (მენეჯერები, რედაქტორები, ჟურნალისტებს) მონაწილეობა მიიღონ კონკურსში, რომელიც მიზნად ისახავს მონაწილეობას 5-დღიან სასწავლო ვიზიტ-ტრენინგში CIRCOM Regional-ის ერთ-ერთ წევრ ტელევიზიაში. Continue reading

Advertisements

საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის წევრები კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეს ირაკლი ჩიქოვანს შეხვდნენ.

This slideshow requires JavaScript.

შეხვედრა, რომელიც 11 ივნისს შედგა, ძირითადად უცხოური ფილმების ქართულენოვანი სუბტიტრებით ორიგინალ ენაზე გაშვების ვალდებულებასთან და ციფრულ მაუწყებელობაზე გადასვლასთან დაკავშირებულ სირთულეებზე საუბარს დაეთმო.

როგორც შეხვედრაზე რეგიონული მაუწყებლების მფლობელებმა განაცხადეს, ისინი სკეპტიკურად უყურებენ უცხოური ფილმების ქართლენოვანი სუბტიტრებით გაშვების გზით უცხო ენების სწავლების ხელშეწყობას. ამასთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამ ვალდბეულების შესრულება მატერიალურად სუსტ რეგიონულ მაუწყებლებს მძიმე ტვირთად  დააწვებათ, რის გამოც მაუწყებლები თუ ვალდბულების მოხსნას არა, გადავადებას მაინც ითხოვენ.

ირაკლი ჩიქოვანმა, რომელმაც მაუწყებელთა წუხილი გაიზიარა,  ხაზი გაუსვა, რომ კანონპორექტში ცვლილება საქართველოს პარლამენტის პრეროგატივაა. საკითხთან დაკავშირებით სწორედ პარლამენტისადმი ერთობლივი მიმართვის გაკეთებას გეგმავს რეგიონულ მაუწყებელთა ასოცაიციაც.

შეხვედრაზე ასევე ისაურებს ციფრულ მაუწყებელბაზე გადასვლის საკითხის შესახებაც. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველო სათანადოდ ვერ ემზადება ამ ვალდებულების განსახორციელბელად. ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ პროცესი არ იქნება მარტივი და რომ ეს ცვლილებები მსხვილ ინვესტიციებს ითხოვს.