ტელეკომპანია ,,იმერვიზიის“ საეთერო მაუწყებლობა შეწყდა

1 ივლისს, დილის 4 საათზე ჭიათურის ტელეანძაზე მწყობრიდან გამოვიდა ადგილობრივი ტელეკომპანია ,,იმერვიზიის“ კუთვნილი გადამცემი აპარატურა.

ტელეკომპანიის ხელმძღვაენელის რამაზ გამეზარდაშვილის განცხადებით ,,გადამცემი აღდგენას აღარ ექვემდებარება. მე, ბუნებრივია ყველაფერს ვაკეთებ რაც შესაძლებელია. ამჟამად ვმაუწყებლობთ კაბელში. ეთერიდან გათიშვის გამო ,,იმერვიზია” ვეღარ ასრულებს ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებს. ეთერში ვეღარ გადაიცემა საინფორმაციო გამოშვებები და განცხადებები. ბუნებრივია, ამ პირობებში ზარალის რაოდენობა ყოველდღიურად  მოიმატებს“.

ტელეკომპანია ,,იმერვიზია“  ჭიათურა-საჩხერის რეგიონში ერთადერთი ადგილობრივი საინფორმაციო არხია. ტელეკომაპნია ერთადერთია, რომელიც ოკუპირებული პერევის ტერიტორიაზე მაუწყებლობს.

ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია დახმარებას მედიის მიმართულებით მოქმედ დონორ ორგანიზაციებს სთხოვს, რადგან რეგიონულ არხებს მსგავსი პრობლემების ოპერატირული მოგვარება, სარეკლამო ბაზრის სიმცირისა და რეგიონულ მედიაში შექმნილი ფინანსური მდგომარეობის გამო დამოუკიდებლად არ შეუძლიათ.

,,მრავალკუთხედი” (23 მაისი) ნაწილი 4

ჭიათურაში კი ნახევარ საუკუნეზე მეტია რაც სამგზავრო ვაგონები არ შეცვლილა. თუმცა აქ გურჯაანისგან განსხვავებით  2 ახალი შემადგენლობის დამატებას გეგმავენ. სამაგიეროდ საქართველოს კალიფორნიად წოდებულ შავი ოქროს ქალაქში, რომელსაც საჰაერო ვენეციასაც უწოდებენ, 17 საბაგირო გზა არსებობს, ქალქის თითქმის ყველა ქუჩა ერთმანეთთან ამ გზებით არის დაკავშირებული. რა მდგომარეობაშია და რამდენად სარგებლობენ ჭიათურაში საბაგირო ტრანსპორტით, იმერვიზიის ჟურნალისტების სიუჯეტიდან შეიტყობთ.
ეთნიკური უმცირესობების ქართულ საზოგადოებასთან ინტეგრაცია, მარნეულში პრობლემად რჩება. ენობრივი ბარიერი, ინფორმაციული ვაკუუმი და გაუცხოება, ეს საკითხები საერთაშორისო, სამთავრობო თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შორის მუდმივი მსჯელობის საგანია. თუმცა უკვე შეიქმნა დოკუმენტი, რომელიც, როგორც ამბობენ, ამ პრობლემების გადაჭრას 5 წელიწადში უზრუნველყოფს. მარნეულიდან ჩვენი კორესპონდენტი დაინტერესდა – რა წერია დოკუმენტში და რამდენად რეალურია მსგავსი საკითხების ამ ვადებში მოგვარება. 

ტელეკომპანია „იმერვიზია” ოსურენოვან საინფორმაციო დაიჯესტს გადასცემს

This slideshow requires JavaScript.

ნატა ძველიშვილი

ტელეკომპანია „იმერვიზია,” რომელიც ჭიათურისა და საჩხერის  რაიონების ტერიტორიაზე   მაუწყებლობს, ეროვნული  ოსურენოვან  საინფორმაციო გადაცემას ყოველდღიურად გადასცემს. 15-წუთიანი  საინფორმაციო  დაიჯესტი, დღეში ერთხელ,  საღამოს 10 საათზე  გადის.

როგორც “იმერვიზიის” დირექტორი რამაზ გამეზარდაშვილი ამბობს, გადაცემის ოსურ ენაზე გაშვებამ „რუსეთის მიერ ოკუპირებულ  ტერიტორიაზე” მცხოვრები ოსი ეროვნების მოსახლეობაში „სასიამოვნოდ გაოცება გამოიწვია”, თუმცა არა შინაარსის, არამედ, სწორედ იმის გამო, რომ ინფორმაციას ოსურ ენაზე ისმენდნენ.

„ის,  რომ გადაცემამ ოკუპირებული ტერიტორიის  მოსახლეობააში ასეთი რეაქცია გამოიწვია, ჭიათურის რაიონის ოსი ეროვნების მოსახლოებამ შეგვატყობინა “, თქვა რამაზ გამეზარდაშვილმა, “განვლილი ომის მიუხედავად, უბრალო ადამიანებს შორის  კონტაქტები ჯერ კიდევ შენარჩუნებულია.”

„რუსეთ-საქართველოს ომის დასრულებიდან ასე მოკლე ხანში, ოსები  არ ელოდნენ მსგავსი გადაცემის გაკეთებას. ყურადღება იგრძნეს. ქართული მოსახლეობისთვის კი განმარტებების გაკეთება დაგვჭირდა. ეთერით   სპეციალური რგოლები გავუშვით იმისათვის, რომ აგვეხსნა, რატომ გადიოდა გადაცემა ოსურ ენაზე”, – აღნიშნა რამაზ გამეზარდაშვილმა media.ge-სთან საუბრისას.

გამეზარდაშვილის თქმით, ჭიათურიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, „ჯავის ე.წ. ადმინისტრაციაში” მოქცეულ  5 სოფელში, მათ შორის, სინაგურში ჯალაბეთსა და თედელეთში, სადაც ოსი ეროვნების მოსახლოება ცხოვრობს, მთიანი რელიეფის გამო, ქართული თუ რუსული არხების დაჭერა,  სატელითური ანტენის გარეშე,  შეუძლებელია, „იმერვიზიის” ეთერი კი სპეციალური მოწყობილობის გარეშე ვრცელდება.

პროექტში, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ინიციატივით ხორციელდება, გარდა „იმერვიზიისა”, ჩართულნი არიან მარნეულის (ქვემო ქართლი) ტელეკომპანია  „მარნეული ტვ” , ახალქალაქის (ჯავახეთი) “ATV-12″,  ზუგდიდის (სამეგრელო, დასავლეთ საქართველო) „ოდიში” და გორის (შიდა ქართლი) „თრიალეთი”.  ტელეკომპანიები საინფორმაციო გამოშვებას იმ ენაზე გადასცემენ, რომელი ეთნიკური უმცირესობებიც  მათ სამაუწყებლო არეში ხვდებიან.

რეგიონულმა  ტელეკომპანიებმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთწლიანი კონტრაქტი მიმსინარე წლის მარტში გააფორმეს. რომლის მიხედვითაც „იმერვიზია” და „თრიალეთი” საინფორმაციო დაიჯესტს ოსურ ენაზე გადასცემს, „მარნეული ტვ” – აზერბაიჯანულ ენაზე,  “ATV-12″ – სომხურ ენაზე, „ოდიში” კი – აფხაზურ ენაზე. დაიჯესტში  პოლიტიკა, კულტურა, სპორტი და უცხოეთის ამბები შუქდება.

ახალი ამბების დაიჯესტს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის” საინფორმაციო სამსახური ამზადებს.

წყარო: media.ge