,,მრავალკუთხედი” (23 მაისი) ნაწილი 4

ჭიათურაში კი ნახევარ საუკუნეზე მეტია რაც სამგზავრო ვაგონები არ შეცვლილა. თუმცა აქ გურჯაანისგან განსხვავებით  2 ახალი შემადგენლობის დამატებას გეგმავენ. სამაგიეროდ საქართველოს კალიფორნიად წოდებულ შავი ოქროს ქალაქში, რომელსაც საჰაერო ვენეციასაც უწოდებენ, 17 საბაგირო გზა არსებობს, ქალქის თითქმის ყველა ქუჩა ერთმანეთთან ამ გზებით არის დაკავშირებული. რა მდგომარეობაშია და რამდენად სარგებლობენ ჭიათურაში საბაგირო ტრანსპორტით, იმერვიზიის ჟურნალისტების სიუჯეტიდან შეიტყობთ.
ეთნიკური უმცირესობების ქართულ საზოგადოებასთან ინტეგრაცია, მარნეულში პრობლემად რჩება. ენობრივი ბარიერი, ინფორმაციული ვაკუუმი და გაუცხოება, ეს საკითხები საერთაშორისო, სამთავრობო თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შორის მუდმივი მსჯელობის საგანია. თუმცა უკვე შეიქმნა დოკუმენტი, რომელიც, როგორც ამბობენ, ამ პრობლემების გადაჭრას 5 წელიწადში უზრუნველყოფს. მარნეულიდან ჩვენი კორესპონდენტი დაინტერესდა – რა წერია დოკუმენტში და რამდენად რეალურია მსგავსი საკითხების ამ ვადებში მოგვარება. 

მრავალკუთხედი (16 მაისი. 2010) ნაწილი 5

რამდენად მზად არიან მასწავლბელთა სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის არაქართულენოვანი პედაგოგები _ რეპროტაჟი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული მარნეულიდან. ასევე, შურუბუმუს მღვიმე და მისი პერსპექტივა ,,მრავალკუთხედის” სიუჟეტში.