დევნილები ქუთაისში

დევნილები უყურადღებობაზე ჩივიან. მიუხედავად იმისა, რომ გასული წელი ხელისუფლებამ ძველი დევნილების წლად გამოაცხადა ბევრი საკითხი მოუგვარებელია. მრავალკუთხეთი დაინტერესდა როგორ მიმდინარეობს სამუშაოების პირველი ეტაპი, და რა პირობებში უწევთ ცხოვრება ქუთაისში ახლადგარემონტებულ სამხედრო ლიცეუმის შენობაში მყოფ დევნილებს.

დევნილები ჭიათურაში

ხმელეთზე ცხოვრებას ოცნებობენ ჭიათურაში. ისევე როგორც ქუთიასში პრეტენზიები აქვთ სამშენებლო კომპანიების მიმართ. დევნილები ასევე საცხოვრებელი ფართების არასწორ გადანაწილენბაზე საუბრობენ. ნახეთ იმერვიზიის რეპორტაჟი ჭითურიდან.

დევნილები აჭარაში

დევნილებისთვის სახლები უკვე გარემონტდა ჩაქვსა და ქობულეთში, თუმცა მათთვის გაუგებარი მიზეზების გამო შესახლება ჭიანურდება. მანამ სანამ ახლადგარემონტებულ სახლებს დაიკანონებენ, ნახეთ როგორ ცხოვრობენ დღეს აჭარაში დევნილები, 25-თე არხის ჟურნალისტები ბათუმიდან

სახლები დევნილებისთვის

რეპორტაჟი ფოთიდან, სადაც, გრძელვადიანი განსახლების პროგრამის ფარგლებში, დევნილებისთვის კორპუსები იგება. სახლები 18 თვეში უნდა ჩაბარდეს. როგორ მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები

დევნილთა განსახლების ახალი ტალღა

ახალ წელს ახალ ადგილთან შეგუება მოუწევთ თბილისიდან განსახლებულ დევნილებს, მათთვის საცხოვრებელი ადგილები სამეგრელოსა და კახეთის რეგიონის ექვს სოფელში გამოყვეს. დედაქალაქიდან გამგზავრების მორიგი ტალღა იანვრის შუა რიცხვებში განახლდება. თუმცა უკვე განსახლებულთა ნაწილი სოფლად არადამაკმაყოფილებელი პირობების გამო კვლავ თბილისში ბრუნდება. ექსპერტები საუბრობენ, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა მთავარი პრობლემა მათი არაინფორმირებულობაა. ასევე, დაახლოებით, 2 ათას იძულებით გადაადგილებულ პირს სტატუსი არ გააჩნია და სახელმწიფო შემწეობის გაერშე რჩება.

,,მრავალკუთხედი” 27 ივნისი, ნაწ:1

აგვისტოს ომის შედეგად დევნილი ოჯახები გორის ნარკოლოგიური ცენტრის შენობიდან გადაყვანას ითხოვენ, მიზეზად გაუსაძლის პირობებს ასახელებენ. 2 წლის წინ რეაბილიტირებული შენობის კედლებს დღეს სინესტისგან გამოწვეული დაშლის საფრთხე ემუქრება. როდის მოგვარდება დიდი და პატარა ლიახვის ხეობიდან დევნილი 65 ოჯახის პრობლემა, და რა უპასუხეს მრავალკუთხედის ჟურნალისტს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში. ნინო ჩიბჩიური გიამბობთ. 
საცხოვრებელი ადგილის შეცვლა მოუწევთ ზუგდიდში, რაიონული საავადმყოფოს ეზოში მცხოვრებ დევნილებს. აფხაზეთიდან იძულებით გადადგილებულები ავარიულ შენობაში ცხოვრობენ, ამას ისიც ემატება რომ ტერიტორია კერძო პირის საკუთრებაა. თუმცა როდის მოხდება მათი ალტერნატიულ ფართებში განთავსება ჯერ გაურკველია. აჭარა-სამეგრელო-ზემო სვანეთის დევნილთა დეპარტამენტში კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებენ. 
მაისის შემდეგ საცხოვრებელი ფართების დაკანონებას ელოდებიან მარნეულში ჩასახლებული დევნილები, დათქმულ ვადაში ლტოლვილთა და განსახლების სამინსიტრო ვერ ჩაეტია, ფართების დაკანონებას სამხედრო დასახლებაში მცხოვრები 83 ოჯახი ითხოვს.

,,მრავალკუთხედი” 27 ივნისი, ნაწ. 2

ტელეკომპანია რიონის ჯურნალისტები კოდორიდან ჩამოსახლეობული დევნილების მდგომარეობით კიდევ ერთხელ დაინტერესდნენ, როგორც აღმოჩნდა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დაპირების მიუხედავად მათი ყოფითი პირობები არ შეცვლილა, თუ ზამთარში წვიმისგან და ნესტის სუნისგან დაცვას ცდილობდნენ, დღეს უკვე კოღოებისგან და ქვეწარმავლებისგან უხდებათ თავის დაღწევა. ნახეთ სიუჟეტი ქუთაისიდან.
რა შედეგი შეიძლება მოიტანოს წლების შემდეგ მდინარე ჭოროხის სანაპიროდან ინერტული მასალის ამოღებამ. ქვიშას რომელსაც აქ ერთდროულად რამდენიმე მანქანით აგროვებენ ბათუმის აეროპორტამდე მისასვლელი გზის დასაგებად გამოიყენებენ. ინერტული მასალის მოძიების პარალელურად ჭოროხისა და შავი ზღვის შესართავთან ნატანის ამოღებაც ხდება, სპეციალისტები ამაში საფრთხეს ხედავენ და მომავალში ზღვის შემოჭრის ალბათობაზე საუბრობენ.