,,მრავალკუთხედი” 20 ივნისი. ნაწ. 1

რა გეგმების განხორციელებას გეგმავენ ტურიზმის დეპარტამენტში, და როგორ გავატაროთ ცხელი დღეები გრილად და მისაღებ ფასად, მრავალკუთხედის სიუჟეტში.

Advertisements

,,მრავალკუთხედი” 20 ივნისი. ნაწ. 3

ქუთაისში პრეზიდენტის მიერ ზარზეიმით გახსნილი სპორტული კომპლექსი, ერდღიანი დატვირთული მუშაობის შემდეგ, დღეს დახურულია. უკვე თვე ნახევარია ეკონომიკის სამინისტროს ვერ გაურკვეველია ვის მფლობელობაში უნდა გადავიდეს აღნიშნული კომპლექსი. ქუთაისლებს კი აინტერესებთ – როდის გაიხსნება სანატრელი აუზი და რამდენად მისაღებ ფასად მოემსახურებიან ადგილობრივებს. თემაზე ტელეკომპანია რიონის ჟურნალისტები მუშაობდნენ.
როგორც ტელეკომპანია გურიის ჟურნალისტებმა გაარკვიეს – ურეკს დამსვენებლები უპირატესობას, არამარტო კლიმატის და მაგნიტური ქვიშის,  არამედ სხვა საზღვაო კურორტებთან შედარებით, დაბალი ფასების გამოც ანიჭებენ.  გურიის კურორტ ურეკში საზღაო სეზონი ოფიციალურად ჯერ არ გახსნილა, თუმცა დამსვენებელთა მცირე, მაგრამ პირველი ნაკადი უკვე მიიღეს. რას სთავაზობს დამსვენებელს შავიზღვისპირა ურეკი ნახეთ ჩვენს სიუჟეტში:

,,მრავალკუთხედი” 20 ივნისი. ნაწ. 5

ზუგდიდის რაიონში სოფელ ანაკლიაში ახალგაზრდული ბანაკი დამსვენებლებს უკვე იღებს. ქართველ სტუდენტებთან ერთად ახალგაზრდები აქ ბელორუსიიდანაც ჩამოვიდნენ.  ამის პრალელურად განმუხურთან ახლოს მაღალი კლასის სასტუმროების მშენებლობასაც გეგმავენ. ტელეკომპანია ოდიშის ჟურნალისტები უფრო დეტალურად მოგიყვებიან რა ღონისძიებები იგეგმება სტუდენტებისთვის და რით იქნება მიმზიდველი წელს ბანაკი სოფელ ანაკლიაში.

,,მრავალკუთხედი” 20 ივნისი. ნაწ. 8

 წინასაკურორტო სამზადისია ბორჯომშიც. მიუხედავად იმისა რომ წყალსაკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციის გამო ქალაქის ქუჩები გადათხრილია, პარკის მიმდებარე ტერიტორიებზე სამუშაოები დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს. სიუჟეტში ტურისტებისთვის საინეტრესო – მინერალური წყლების პარკი, საბაგირო გზა, საცურაო აუზი, ბარები, ასევე რა ფასად შეძლებთ ბორჯომში დასვენებას – ინფორმაციას ტელეკომპანია ბორჯომის ჟურნალისტები მოგაწვდიან.
დღეს საქართველოში ბალნეოლოგიური კურორტები თითქმის აღარ ფუნქციონირებენ, მრავალკუთხედში ამ თემას არაერთხელ შევეხეთ. ცაიშის, მენჯის, ნასაკირალის და სხვა სანატორიუმებისგან განსხვავებით, საჩხერეს რაიონში მდებარე სანატორიუმ კვერეთის რეაბილიტაცია იწყება, ამის პარალელურად უკვე მიმდინარეობს საჩხერე – სხვიტორი – კვერეთის გზის მონაკვეთის შეკეთება, უფრო დეტალურად რა გაკეთდება კურორტამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციის შემდეგ და რა სამკურნალო პოტენციალის მატარებელი იქნება ეს კურორტი, ,,იმერვიზიის” ჟურნალისტებისგან შეიტყობთ.