განადგურებული კურორტი

გურიის რაიონში ბალნეოლოგიურ კურორტი ისევე როგორც ქართული სამკურნალო სანატორიუმების უმეტესობა დღეს აღარ არსებობს, მინერალური წყალი კი უფუნქციოდ იღვრება. მწვანეში ჩაფლული ფინური სახლების ნაცვლად ნანგრევებიღა შემორჩა. ტელეკომპანია გურიის კორესპონდენტი ნასაკირალში ჩავიდა და ის ადამიანები მოძებნა რომლებიც წლების წინ აქ მუშაობდნენ

Advertisements

,,მრავალკუთხედი” 4 ივლისი, ნაწ. 5

ჯერ არ არის ცნობილი დაიწყება თუ არა უახლოეს თვეებში საავადმყოფოს მშენებლობა ოზურგეთში. სადავოა ადგილი სადაც სადაზღვევო კომპანიას საავადმყოფოს აშენება სურს. ზოგი იმ ფაქტს, რომ ქალაქის ცენტრში ევროსტანდარტების კლინიკა აშენდება დადებითად, ნაწილი კი, არც თუ პოზიტიურად უყურებს. რა არის ამის მიზეზი ტელეკომპნია გურიის ჟურნალსიტებისგან გაიგებთ.

,,მრავალკუთხედი” (23 მაისი) ნაწილი 2

ორიდან რვა სულამდე საქონელი, მათი შესაბამისი კვება, მიღებული ბიომასა და რაც მთავარია შრომა  – მხოლოდ ეს არის საჭირო იმისთვის რომ 24 საათიანი გაზმომზრაგება გქონდეთ, თანაც უფასოდ. თუმცა თენეიშვილების ოჯახს მხოლოდ უფასო გაზი არ არქვს, მათ ეზოში კივის პლანტაციები ხარობს და მიკრო ჩაის გადამამუშავებელი ქარხანაც მოქმედებს. ამ საინტერესო და იდეებით სავსე ოჯახის შესახებ კი უფრო დეტალურად  ტელეკომპანია გურიის ჟურნალისტები მოგიყვებიან. 
ნიჭიერი გამომგონებელი და მეცნიერი, ეს შეფასება 20 წლის დათო აკოფიამ კი ევროპაში დაიმსახურა, მანამდე არაერთი უნიკალური იდეა სოფელ კახათში განახორციელა. საქართველოში ჩატარებულ საერთაშორისო კონკურსებში იგი ყოველთვის პირველ ადგილს იკავებდა, მიუხედავად ამისა ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტს სწავლის საფასურის გადახდა დღეს თავად უწევს, იდეების რეალიზებას კი უსახსრობის გამო ვერ ახერხებს. რამდენად აქცევს ყურადღებას ნიჭიერ სტუდენტს სახელმწიფო და რა წარმატებული გამოგონებები აქვს დათო აკოფიას, ზუგდიდიდან ჩვენი კორესპონდენტების სიუჯეტი. 

აშშ-ს სრულუფლებიანი ელჩი ჯონ ბასი ტელეკომპანია ,,გურიას” სტუმრობდა

16 აპრილს დამოუკიდებელ სამაუწყებლო კომპანია “გურიას” საქართველოში აშშ-ს სრულუფლებიანი ელჩი ჯონ ბასი სტუმრობდა. ტელეკომპანიაში ელჩმა ჟურნალისტებთან მრგვალი მაგიდა გამართა   და მათ შეკითხვებს უპასუხა.

შეხვედრის  შემდეგ ჯონ ბასმა ესკლუზიური ინტერვიუ მისცა სამაუწყებლო კომპანია “გურიას” ჟურნალისტს.

ბატონმა ელჩმა საქართველო ამერიკის ურთიერთობებზე, დემოკრატიის განვითარებაზე, ადგილობრივ არჩევნებზე, მედიის და კერძოდ რეგიონული მედიის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა.

ინტერვიუს შემდეგ ელჩმა ტელეკომპანია “გურია”დაათვალიერა, გაეცნო მის მუშაობას და სამომავლო გეგმებს.