მოსწავლეთა მძიმე ჩანთები

სკოლის მოსწავლეებს მშობლებთან ერთად მძიმე ჩანთების ტარება უწევთ. დაწყებით კლასებში ჩანთის სიმძიმე 4-6 კილოს აღემატება. სიმძიმის ტარება კი, ბავშვის ჯანმრთელობისათვის არასასურველია. რა გერდითი მოვლენები შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის მიერ სიმძიმეების ტარებამ, ჩვენი ჟურნალისტების სიუჟეტიდან შეიტყობთ.

Advertisements

,,მრავალკუთხედი” 4 ივლისი, ნაწ. 4

განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებს მრავალკუთხედი კიდევ დაუბრუნდება ახლა კი ჯანდაცვა — და სადაზღვევო კომპანიები, რომლებსაც მთავრობა ახალი საავადმყოფოების აშენებას ავალდებულებს. ჰოსპიტალური რეფორმა 100 ახალი საავადმყოფოს სახელწოდებით გაურკვევლად დასრულდა. კლინიკები გაიყიდა თუმცა მოდერნიზებული საავადმყოფოები არ აშენებულა. რამდენიმე თვის წინ კი მთავრობამ ახალ პროექტზე დაიწყო საუბარი და სადაზღვევო კომპანიებს დაავალდებულა რეგიონებში ახალი სავადმყოფოების მოწყობა. ჯერ მშენებლობები არ დაწყებულა, ამ ეტაპზე სადაზღვევოები ტერიტორიებს არჩევენ. მშენებლობების პირველი ეტაპი კი 2011 წლისთვის უნდა დასრულდეს.
დავიწყოთ სენაკით სადაც ახალი საავადმყოფოს მშენებლობა 2 თვეში უნდა დაიწყოს. სადაზღვევო კომპანია სენაკის აბაშის და მარტვილის რაიონებში მცხოვრებთათვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის კლინიკას 2 წელიწადში ააგებს, მანამდე კი სენაკის რაიონში მხოლოდ ერთი საავადმყოფო მოქმედებს, რომელიც როგორც სახელმწიფო კლინიკების უმეტესობა ტექნიკურ გადაიარაღებას საჭიროებს. შეძლებს თუ არა ახალი საავადმყოფოს აშენების შემდეგ ადგილობრივი კლინიკა კონკურენციის გაწევას და რა პრობლემებს უჩივიან ექიმები სენაკის ტელევიზიის ჟურნალისტების სიუჟეტი.
კიდევ ერთი სადაზღვევო კომპანია საავადმყოფოს ჭიათურაშიც ააგებს. ჯერ-ჯერობით არ არის განსაზღვრული რომელ ტერიტორიაზე დაიწყება მშენებლობა, ამ საკითხზე აქ აზრთა სხვადასხვაობაა, თუმცა ჭიათურელი მედიკოსები თანხმდებიან რომ არსებული სიტუაციიდან გამოსავალი სწორედ ახალი საავადმყოფოს მშენებლობაშია. რა ვითარებაში უხდებათ დღეს ჭიათურაში ექიმებს მუშაობა იმერვიზიის ჟურნალისტების სიუჟეტში ნახავთ.