,,მრავალკუთხედი” (23 მაისი) ნაწილი 2

ორიდან რვა სულამდე საქონელი, მათი შესაბამისი კვება, მიღებული ბიომასა და რაც მთავარია შრომა  – მხოლოდ ეს არის საჭირო იმისთვის რომ 24 საათიანი გაზმომზრაგება გქონდეთ, თანაც უფასოდ. თუმცა თენეიშვილების ოჯახს მხოლოდ უფასო გაზი არ არქვს, მათ ეზოში კივის პლანტაციები ხარობს და მიკრო ჩაის გადამამუშავებელი ქარხანაც მოქმედებს. ამ საინტერესო და იდეებით სავსე ოჯახის შესახებ კი უფრო დეტალურად  ტელეკომპანია გურიის ჟურნალისტები მოგიყვებიან. 
ნიჭიერი გამომგონებელი და მეცნიერი, ეს შეფასება 20 წლის დათო აკოფიამ კი ევროპაში დაიმსახურა, მანამდე არაერთი უნიკალური იდეა სოფელ კახათში განახორციელა. საქართველოში ჩატარებულ საერთაშორისო კონკურსებში იგი ყოველთვის პირველ ადგილს იკავებდა, მიუხედავად ამისა ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტს სწავლის საფასურის გადახდა დღეს თავად უწევს, იდეების რეალიზებას კი უსახსრობის გამო ვერ ახერხებს. რამდენად აქცევს ყურადღებას ნიჭიერ სტუდენტს სახელმწიფო და რა წარმატებული გამოგონებები აქვს დათო აკოფიას, ზუგდიდიდან ჩვენი კორესპონდენტების სიუჯეტი. 

Advertisements

,,მრავალკუთხედი (23 მაისი) ნაწ. 3

მომავალი გამომგონებლები იზრდებიან ქუთაისშიც. ახალი იდეების დეკლარირებას და დახვეწას, მოზარდები საგამომგონებლო კლუბში ახდენენ. მათი მიღწევებით თავდაცვის სამინისტროც კი დინტერესდა, მიზეზი, მათ მიერ შექმნილი ტყვიაგაუმტარი ჟილეტის ახალი მოდელი გახდა. კიდევ რა გამოიგონეს და რა იდეა დააპატენტეს, ამის შესახებ ტელეკომპანია რიონის ჟურნალისტების სიუჟეტიდან შეიტყობთ.  
10 წელი რკინიგზის გარეშე. გურჯაანში საზოგადოებრივი ტრანსპორტის არარსებობა გლეხების პროტესტს იწვევს, უმოქმედობის გამო დაზიანებულია რელსებიც, რა დაბრკოლებას აწყდებიან კახელები სარკინიგზო მიმოსვლის გაუქმების გამო და იგეგმება თუ არა ამ ტრანსპორტის ამოქმედება _სიუჯეტი გურჯაანიდან