უწყლობა ბორჯომში

როცა მსოფლიო სასმელი წყლის დეფიციტს განიცდის, საქართველოს თამამად შეუძლია იამაყოს ამ ბუნებრივი რესურსის ჭარბი რაოდენობით. მაგრამ რაოდენობა ხარისხს არ განსაზღვრავს. მრავალკუთხედი დაინტერესდა რატომ იყენებს ბორჯომის მოსახლეობა ონკანიდან გამოსულ წყალს მხოლოდ ტექნიკური მიზნებისათვის და როდის აღარ შეეშინდებათ დამსვენებლებს ბორჯომის ხეობაში ბავშვების ჩაყვანის. ბორჯომის წყალ-საკანალიზაციო პრობლემებზე ტელეკომპანია ბორჯომის ჟურნალისტების რეპორტაჟი.

Advertisements

,,მრავალკუთხედი” 20 ივნისი. ნაწ. 8

 წინასაკურორტო სამზადისია ბორჯომშიც. მიუხედავად იმისა რომ წყალსაკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციის გამო ქალაქის ქუჩები გადათხრილია, პარკის მიმდებარე ტერიტორიებზე სამუშაოები დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს. სიუჟეტში ტურისტებისთვის საინეტრესო – მინერალური წყლების პარკი, საბაგირო გზა, საცურაო აუზი, ბარები, ასევე რა ფასად შეძლებთ ბორჯომში დასვენებას – ინფორმაციას ტელეკომპანია ბორჯომის ჟურნალისტები მოგაწვდიან.
დღეს საქართველოში ბალნეოლოგიური კურორტები თითქმის აღარ ფუნქციონირებენ, მრავალკუთხედში ამ თემას არაერთხელ შევეხეთ. ცაიშის, მენჯის, ნასაკირალის და სხვა სანატორიუმებისგან განსხვავებით, საჩხერეს რაიონში მდებარე სანატორიუმ კვერეთის რეაბილიტაცია იწყება, ამის პარალელურად უკვე მიმდინარეობს საჩხერე – სხვიტორი – კვერეთის გზის მონაკვეთის შეკეთება, უფრო დეტალურად რა გაკეთდება კურორტამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციის შემდეგ და რა სამკურნალო პოტენციალის მატარებელი იქნება ეს კურორტი, ,,იმერვიზიის” ჟურნალისტებისგან შეიტყობთ.