,,მრავალკუთხედი” 20 ივნისი. ნაწ. 6

ვარძია, ვანის ქვაბები, ხერთვისის ციხე, ზარზმა, ჭულე, ოქროს ციხე, აწყურის ღვთისმშობლის ტაძარი – ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ისტორიული ძეგლებისა რომლებიც სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზეა მიმოფანტული.  კულტურული ძეგლების პარალელურად ტურისტების მოსაზიდად ინფრასტრუქტურის განვითარებაცაა საჭირო. უფრო დეტალურად – რა მნიშვნელოვანი ტურისტული პოტენციალი გააჩნია სამცხე- ჯავახეთს და რა ტურებს სთავზობენ სააგენტოები დამსვენებლებს? – მე-9 არხის ჟურნალისტების სიუჟეტში:

,,მრავალკუთხედი” 20 ივნისი. ნაწ. 7

ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან. ძლირი სეტყვის შემდეგ, სამცხე-ჯავახეთის რეგიონს სეტყვამ გადაუარა. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები და გარე განათების ბოძები. ძლიერი ქარის შედეგად სახურავების გარეშეა დარჩენილი საცხოვრებელი კორპუსები და ავტოფარეხები

,,მრავალკუთხედი” (13 ივნისი) ნაწ. 5

მირონმდინარე ხატები – ამ სასწაულის მხილველები ახალციხელები გახდნენ. მირონი პანტანასის სასწაულთმოქმედი ღმთისმშობლის ხატზე შენიშნეს, რომელიც ავადმყოფთა მკურნალია და მორწმუნებულები მას სიმსივნით დაავადებულთა განკურვნას ევედრებიან. სად შეიძინეს ხატი სად გრძელდება ერთ ოჯახში დაწყებული სასაწაული ტელეკომპანია მე-9 არხის ჟურნალისტები გიამბობენ.
იდუმალი ისტორიული ძეგლი. კაცხის სვეტი და 45 მეტრის სიმაღლის კლდეზე აგებული სამლოცველო. ქართველი მეცნიერები ჭიათურის რაიონში ამ სვეტზე სასულიერო ცხოვრებას 13 ასურელ მამას უკავშირებენ, ისტორიამ ზუსტად არ შემოგვინახა როდის დაიწყო ქრისტიანული მოღვაწეობა სვეტზე და ვინ იყო პირველი მესვეტე ბერი. თუმცა ალპინისტების ექსპედიციის შემდეგ ცნობილი გახდა რომ კაცხის სვეტის თხემზე სიმონ მესვეტეს ძვლებია დამარხული. როდის შეწყდა სვეტზე რელიგიური ცხოვრება და ვისი დამსახურებაა დღეს აღდგენილი ტაძარი იმერვიზიის ჟურნალისტების სიუჟეტში.

მრავალკუთხედი” ( 6 ივნისი) ნაწ.6

მრავალკუთხედისთვის ინფორმციებს ახალციხის რეგიონიდან მე-9 არხის ჟურნალისტები გვაწვდიან. ახალციხეში ტელევიზია 13 წლის წინ დაარსდა. რა ახალ პროექტებს სთავაზობს მაყურებელს რეგიონული ეთერი და როგორია სამომავლო გეგმები, მე-9 არხის ჟურნალისტები თავად გიამბობენ.

მრავალკუთხედი (30 მაისი) ნაწ. 4

სპეციალური უბანი გაიხსნა ზუგდიდიში მცხოვრები დევნილებისთვის, ეს ის კატეგორიაა რომელთაც დევნილობის მოწმობებში დღემდე არ უწერიათ საცხოვრებელი ადგილის მისამართი. სხვადასხვა კომპაქტურად ჩასახლების ადგილებში კი ასეთი 1 200 იძულებით გადაადგილებული ცხოვრობს. 30 მაისს სპეციალურად მათთვის 107-დე უბანი ფუნქციონირებდა. თემას მრავალკუთხედისთვის, ტელეკომპანია ოდიშის ჟურნალიტები გააგრძელებენ.

ადგილობრივი თვითმართველობის შესახებ კანონი, საკრებულო, და თითოეული წევრის ფუნქცია მოვალეობები. იცნობენ თუ არა რეგიონებში წარდგენილ კანდიდატებს და მათ საარჩევნო პროგრამებს. სიუჟეტში ახალციხიდან რამდენად მნიშვნელოვანია ამომრჩევლისთვის საკუთარი უფლებების ცოდნა და მისი მონაწილეობა ახალი საკრებულოს მუშაობაში.
ინფორმირებულობის დონე ასევე დაბალია მარნეულში.  ეთნიკური უმცირესობებისთვის 200-სი ათასზე მეტი ორენოვანი ბიულეტენი დაიბეჭდა სომხურ-ქართულ და აზერბაიჯანულ-ქართულ ენებზე. მიუხედავად იმისა რომ მომზადდა აუდიო და ვიდეო სარეკლამო რგოლებიც ეთნიკური უმცირესობების კომპაქტურად დასახლების ადგილებში ეს არასაკმარისი  აღმოჩნდა, ნახეთ სიუჟეტი მარნეულიდან.

მრავალკუთხედი (16 მაისი. 2010) ნაწილი 3

რეპორტაჟი ახალციხის სოფლიდან,ს ადაც შუქი წლებია არ უნახათ. ასევე გაიგებთ რამდნეად თავისუფალია ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ადგილობრივი კადრებისთვის.