საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის წევრები კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეს ირაკლი ჩიქოვანს შეხვდნენ.

This slideshow requires JavaScript.

შეხვედრა, რომელიც 11 ივნისს შედგა, ძირითადად უცხოური ფილმების ქართულენოვანი სუბტიტრებით ორიგინალ ენაზე გაშვების ვალდებულებასთან და ციფრულ მაუწყებელობაზე გადასვლასთან დაკავშირებულ სირთულეებზე საუბარს დაეთმო.

როგორც შეხვედრაზე რეგიონული მაუწყებლების მფლობელებმა განაცხადეს, ისინი სკეპტიკურად უყურებენ უცხოური ფილმების ქართლენოვანი სუბტიტრებით გაშვების გზით უცხო ენების სწავლების ხელშეწყობას. ამასთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამ ვალდბეულების შესრულება მატერიალურად სუსტ რეგიონულ მაუწყებლებს მძიმე ტვირთად  დააწვებათ, რის გამოც მაუწყებლები თუ ვალდბულების მოხსნას არა, გადავადებას მაინც ითხოვენ.

ირაკლი ჩიქოვანმა, რომელმაც მაუწყებელთა წუხილი გაიზიარა,  ხაზი გაუსვა, რომ კანონპორექტში ცვლილება საქართველოს პარლამენტის პრეროგატივაა. საკითხთან დაკავშირებით სწორედ პარლამენტისადმი ერთობლივი მიმართვის გაკეთებას გეგმავს რეგიონულ მაუწყებელთა ასოცაიციაც.

შეხვედრაზე ასევე ისაურებს ციფრულ მაუწყებელბაზე გადასვლის საკითხის შესახებაც. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველო სათანადოდ ვერ ემზადება ამ ვალდებულების განსახორციელბელად. ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ პროცესი არ იქნება მარტივი და რომ ეს ცვლილებები მსხვილ ინვესტიციებს ითხოვს.

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია, ასოციაციის წევრი კომპანიებისთვის 2-4 ივნისს მართავს სემინარს – ,,სამუშაო გეგმის შემუშავება“.

სემინარს გაუძღვებიან: კეროლ ჩომა- Circom Regional ტრენინგების პროექტის მენეჯერი (დიდი ბრიტანეთი), რულ დაიკჰაუზი –RTV Noord-ს ყოფილი ხელმძღვანელი (ჰოლანდია) და ნინო ხურციძე- ასოცირებული პროფესორი სამართალში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი.

სემინარი ტარდება ევროკავშირისა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინბისტროს  მიერ დაფინანსებული პროექტის ,,საქართველოში მედიის, როგორც მაკონტროლებელი ინსტიტუტის როლის გაძლიერება“ ფარგლებში.

Garb-ი შეუერთდა ,,ეთიკის კოდექსს“

ეთიკის კოდექსი ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივით შეიქმნა და მხარეთა, მათ შორის მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობის გზით დაიხვეწა.

 „ეთიკის კოდექსზე”  ხელმომწერი  პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლები ვალდებულებას იღებენ,  რომ 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კენჭისყრის დღეს, არჩევნების დასრულებამდე და მის  შემდგომ პერიოდში: საარჩევნო პროცესების გაშუქებისას დაიცავენ  პროფესიული ეთიკის ნორმებს; იქნებიან  სამართლიანნი, ობიექტურნი, მიუკერძოებელნი და ზუსტნი.

27 მაისს სასტუმრო ,,რედისონში“ გამართულ პრეზენტაციაზე ,,ეთიკის კოდექსს“ მედიაორგანზიაციათა მხრიდან ხელი მოაწერა: საქართეველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, ტელეკომპანიამ ,,რუსთავი 2“ , გამოცემამ ,,ლიბერალი“, ინტერნეტგამოცემამ media.ge და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციამ. მოგვიანებით ეთიკის კოდექსს სხვა მედიაორგანიზაციებიც შეუერთდნენ.

ეთიკის კოდექსის ხელმოწერის ცერემონიალს ესწრებოდა საქართველოში ევროკავშირის  წარმომადგენელი ფრანსუა მუსოლიე, რომელმაც  ხაზი გაუსვა ეთიკის კოდექსის შემუშავებასა და მიღებაში რეგიონული მედიის მონაწილეობის მნიშნელობას.

This slideshow requires JavaScript.

გადაცემა, რომელიც 21 ტელეკომპანიას აერთიანებს

ყოველ კვირას რეგიონული ტელეკომპანიების ეთერში ტელეჟურნალი “მრავალკუთხედი”  გადის. სიუჟეტებს რეგიონული კორესპონდენტები ამზადებენ, გადაცემა თბილისში, „საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის”  სტუდიაში იკვრება და შემდეგ რეგიონულ ტელეკომპანიებს ეგზავნება. ტელეჟურნალის ქრონომეტრაჟი ერთი საათია. “მრავალკუთხედის” ობიექტივში მრავალი თემა ხვდება – ადამიანის უფლებები, ეთნიკური უმცირესობები, განათლება, კულტურა.

„სიუჟეტის თემები და რესპონდენტები გადაცემის მთავარ პროდიუსერთან თანხმდება, აქცენტს პოლიტიკაზე არ ვაკეთებთ, ვირჩევთ იმ საკითხებს, რაც რეგიონებისთვის მნიშვნელოვანია და რაც ცენტრალური არხებით არ შუქდება. ფაქტობრივად, ამ გადაცემის საშუალებით, რეგიონებს შორის ინფორმაცია იცვლება, იქმნება ერთიანი საინფორმაციო სივრცე, რაც ხელს უწყობს რეგიონული ტელეკომპანიების ერთმანეთთან თანამშრომლობას და მათ განვითარებას,” – აღნიშნა „რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის” აღმასრულებელმა დირექტორმა ნათია კუპრაშვილმა, რომელიც ამავდროულად პროექტის ხელმძღვანელიცაა.

„მრავალკუთხედს” საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია ჰოლანდიური მედიაორგანზიაცია „პრესნაუს” ფინანსური დახმარებით ამზადებს. გადაცემა 2009 წლის 1 დეკემბრიდან გადის ეთერში.

This slideshow requires JavaScript.

პროექტში, რომელსაც „რეგიონულ საკითხებზე მედია პროექტის მხარდაჭერა საქართველოში” ჰქვია, 21 რეგიონული ტელევიზიაა ჩართული. ორმა ტელეკომპანიამ „თრიალეთმა” (გორი) და „მეგა TV”-იმ  (ხონი) „მრავალკუთხედში” მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. თავდაპირველად,  პროექტში ჩაერთო ნინოწმინდის ტელეკომპანია „ფარვანა” და ახალქალაქის  „ATV-12,” თუმცა,  შემდეგ,  გადაცემა მათ ეთერში აღარ გავიდა, ქალაქებში  ძირითადად სომხურენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს და ქართულ ენაზე მომზადებული „მრავაკლუთხედი” მათთვის გაუგებარი აღმოჩნდა. როგორც ნათია კუპრაშვილი ამბობს, ამ კუთხით მუშაობა დაწყებულია და მალე სიუჟეტებს სომხურ ენაზე სუბტიტრებსაც დაადებენ.

თბილისის სტუდიაში გადაცემის აწყობაზე მხოლოდ ოთხი ადამიანი მუშაობს, “მრავალკუთხედს” ერთი წამყვანი ჰყავს – ნინო ჭანტურაია. გარდა ამისა, სიუჟეტების მომზადებაში პერიოდულად სტუდენტებიც ეხმარებიან. ტექნიკური აღჭურვილობა ძალიან მწირი აქვთ, თუმცა, მთავარი პრობლემა მაინც რეგიონულ ტელეკომპანიებში ექმნებათ, რადგან ბევრ მათგანს პროფესიული კამერებიც კი არ აქვს და სიუჟეტებს სამოყვარულო დონის აპარატურით აკეთებენ.

„იმის გამო, რომ სხვადასხვა ტელეკომპანიას განსხვავებული ხარისხის ტექნიკა აქვს, გადაცემა ჭრელი გამოდის, რაც ძალიან არ მომწონს. თავდაპირველად ჩვენი პრიორიტეტი საინტერესო კონტენტი იყო, რაც მივიღეთ კიდეც. შინაარსობრივი მხრით კმაყოფილები ვართ, ტექნიკურ ხარვეზებს  კი თანდათან გამოვასწორებთ.  პროექტი, თავდაპირველად,  9-თვიანი  იყო, მაგრამ ვინაიდან გადაცემამ გაამართლა და დონორების მოწონებაც დავიმსახურეთ, ის აუცილებლად გაგრძელდება”, – ამბობს ნათია კუპრაშვილი.

ტექნიკური ბაზის  გასაუმჯობესებლად “მრავალკუთხედის” ავტორებმა ამერიკის საელჩოში პროექტი უკვე წარადგინეს და დაფინანსების მოლოდინში  არიან.

წყარო: media.ge

სახალხო დამცველი რეგიონული არხების პრობლემებს გაეცნო

საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში 5 მაისს საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარეს – თამარ ღვინიანიძეს და აღმასრულებელ დირექტორს – ნათია კუპრაშვილს შეხვდა.

ასოციაციის ინიციატივით შემდგარ შეხვედრაზე რეგიონული არხების წინაშე მდგარი პრობლემები განიხილეს, მათ შორის ისაუბრეს რეგიონული არხების საგადასახადო ამინისტირების პროცესის გაჭიანურებასა და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე; საარჩევნო კოდექსის იმ მუხლებზე, რომელიც რეგიონულ მაუწყებელებს საარჩევნო სუბიექტებისთვის უფასო სარეკლამო დროის გამოყოფას ავალდებულებს და რეალურად, არხებს ძალიან აზარალებს, ასევე ,,საქართველოს ტელერადიოცენტრის” მხრიდან მომსახურების ტარიფების გაზრდის მცდელობაზე, რამაც შესაძლოა რეგიონულ არხებს ახალი პრობლემები შეუქმნას.

გიორგი ტუღუშის  განცხადებით, საქართველოს სახლახო დამცველის აპარატი აქტიურად დაკავდება რეგიონული მაუწყებლების წინაშე არსებული პრობლემების მოგვარების საკითხებით.