ვარსკვლავური ახალი წელი

ახალი წლის მოლოცვა გურჯაანიდან

დევნილთა ჩასახლება გაზის გარეშე

ფოთში დევნილთა ახალ ჩასახლებაში გაზიფირება ამ დრომდე არ განხორციელებულა. მოსახლეობა ყურადღებას და სამუშაოების დროულად დასრულებას ითხოვს. როგორც ამბობენ სოციალური  პირობების გამო აქ მცხოვრებთა ნაწილმა სახლები დატოვა და გამოსაზამთრებლად ნათესავებთან გადავიდა. დევნილთა პრობლემების შესახებ მოისმინეთ რეპორტაჟში ფოთიდან.

GARB-ში სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერების გამოქვეყნებას ელოდება

ყოფილი პარლამენტარის, ვიცე გუბერნატორის და ტელე-კომპანია თრიალეთის მფლობელის წინაამდეგ ხულიგნობის მუხლით საქმეა აღძრული. პროკურატურას რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა მიმართა და 21 დეკემბერს მომხრდარი ფაქტის გამოიძიება მოსთხოვა. როგორც ნათია კუპრაშვილი აცხადებს ბადრი ნანეტაშვილი მას იარაღით დაემუქრა და ამის დამადასტულებელი კადრები არსებობს. კუპრაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს სათვალთავლო კამერებით გადაღებული მასალის საჯაროობასაც სთხოვს. მომხდარის შესახებ განცხადება გაავრცელა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი მიიჩნევს რომ 21 დეკემბერს მომხდარი ფაქტი სათანადოდ და ობიექტურად უნდა იქნეს გამოკვლეული ვინაიდან მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებები საზოგადოებას ვერ შეუქმნის ზუსტ და ნათელ სურათს აღნიშნული ინცინდენტის შესახებ.

დევნილები სტატუსის გარეშე?

დევნილთა სტატუსის შესახებ კანონპროექტის განხილვას ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე ხმაური მოჰყვა. პარლამენტში წარდგენილი პროექტის თანახმად, დევნილის სტატუსი მხოლოდ იმ პირებს ექნებათ, ვინც “ოკუპირებული ტერიტორიებიდან” არიან გადაადგილებულნი.“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცვლილების განხორციელების შემდეგ, ბუფერული ზონებიდან დევნილები სტატუსის და შესაბამისი დახმარებების გარეშე დარჩებიან. შეგახსენებთ რომ აღნიშნული კატეგორიის მოსახლეობამ იურისტების დახმარებით 2 გზის სასამართლო პროცესი მოიგო.

გალში ახალი წლისთვის ემზდებიან

ახალი წლის დღეებში აფხაზეთის ოკუპირებულ საზღვარზე დამატებითი საბაჟო პუნქტები გაიხსნება. ანქვაბის განკარგულებით საშვის თანხასთან ერთად მოსახლეობას ბაჟის გადასახადიც დაემატება. გალელები სურსათ სანოვაგეს ძირითადად ზუგდიდის ბაზარში,ხელმისაწვდომი ფასების გამო ყიდულობენ. და რა ვითარებაა წინასაახალწლოდ ენგურის ხიდთან ნახეთ სიუჟეტში ზუგდიდიდან.

გლეხები 30 ლარიან ვაუჩერს ელოდებიან

გლეხები სახელმწიფოსგან ერთჯერადად 30 ლარიან ვაუჩერს მიიღებენ. სოფლის მეურნეობის ექსპერტთა ნაწილი თვლის რომ აღნიშნული თანხა მიზერულია, და მთავრობას პრიორიტეტების შეცვლას და გრძელვადიანი იაფი კრედიტების განხორციელებას ურჩევს.ამ აზრს იზიარებენ ჩვენი სიუჯეტის გმირებიც, უფრო კონკრეტულად რამდენად საკმარისია 30 ლარი 5 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის დასამუშავებლად ჩვენი კორსპონდენტი კახეთში გლეხების მოსაზრებებით დაინტერესდა.