ტელეჟურნალ „მრავალკუთხედისთვის” სიუჟეტები აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდანაც მომზადდება

“რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის” (GARB) ყოველკვირეულ ტელეჟურნალ „მრავალკუთხედისთვის”  პირველი ივლისიდან სიუჟეტები აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდანაც მომზადდება.
„მრავალკუთხედი” რეგიონული ტელეკომპანიებისა და ინტერნეტტელევიზია „პალიტრა TV”-ს ეთერში გადის. სიუჟეტებს რეგიონული ტელემაუწყებლების კორესპონდენტები ამზადებენ, ტელეჟურნალი კი თბილისში, GARB-ის  სტუდიაში იკვრება.

ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ნათია კუპრაშვილის განცხადებით, სოხუმში მომუშავე დამოუკიდებელ ჟურნალისტებთან მოლაპარაკებები დასრულებეულია, ცხინვალელი კორესპონდენტის გადაწყვეტილებას კი კვლავ ელოდებიან.

„უარის მიღების შემთხვევაშიც ვეცდებით, ეს რეგიონი უფრო აქტიურად გავაშუქოთ. სოხუმელი და ცხინვალელი ჟურნალისტების მიერ მომზადებულ პროდუქტს ყოველგვარი რედაქტირების გარეშე მივაწვდით ჩვენს მაყურებელს იმისათვის, რომ გავიგოთ,როგორ ხედავენ  იქ მცხოვრებნი მათ ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს,” – უთხრა media.ge-ს ნათია კუპრაშვილმა. მისი თქმით, ოკუპირებული ტერიტორიიდან მომზადებული მასალები შეეხება ადამიანის უფლებებს, ეკონომიკას, სოციალურ პრობლემებს კულტურას – ყველაფერს, გარდა პოლიტიკისა.

ტელეჟურნალი “მრავალკუთხედი” ჰოლანდიური ორგანზიაცია “პრეს ნაუსა” და ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს”   მხარდაჭერით 2009 წლიდან მზადდება.

“რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია” 26 რეგიონულ ტელეკომპანიას აერთიანებს

Advertisements

რეგიონულმა მაუწყებლებმა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის საკითხებზე იმსჯელეს

წყარო: media.ge

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებულ პრობლემებზე  ისაუბრეს იურისტებმა, ეკონომისა და მდგრადი განვითარების  სამინისტროს წარმომადგენლებმა, მედიაექსპერტებმა და  რეგიონული ტელევიზიების ხელმძღვანელებმა, 23 თებერვალს, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში” გამართულ მრგვალი მაგიდის დროს. Continue reading

ნეტგაზეთი GARB–ის ინიციატივის კვალდაკვალ

ინტერნეტგამოცემა netgazeti.ge საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის მიერ 1 თებერვალს გაკეთებულ საჯარო მიმართვას ვრცელი სტატიით ეხმაურება.
სტატიაში GARB–ის ინიციატივასთან ერთად სიხშირულ მაუწყებლებსა და საკაბელო ქსელებს შორის შექმნილი პრობლემების კონკრეტული მაგალითებია მიმუხილული.

Press Now “მრავალკუთხედზე”

ავტორიტეტულმა ჰოლანდიურმა არასამთავრობო ორგანიზაცია, “პრეს ნაუმ” (press now). საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციისა და პროექტ “მრავალკუთხედის” შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, სადაც ამ ორგანიზაციისა და პროექტის მნიშვნელობაზეა საუბარი.

„თრიალეთის” გენარალური დირექტორი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია

ტელერადიოკომპანია „თრიალეთის” გენერალური დირექტორი ჯონი ნანეტაშვილი გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს. მან სააპელაციო სასამართლოს უკვე მიმართა და გორის სასამართლოს მოსამართლის დავით პაპუაშვილის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა. ჯონი ნანეტაშვილი ახლა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება. Continue reading

GARB-ი ევროპის პაუწყებელთა ასოციაციაში გაწევრიანდება

გამოქვეყნება: media.ge

რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაცია (GARB) ევროპის მაუწყებელთა ასოციაციში გაწევრიანებას აპირებს. ამის შესახებ ხორვატიიდან დაბრუნებულმა  GARB-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ნათია კუპრაშვილმა განაცხადა.

„ამ ასოციაციაში გაწევრიანდება მთლიანად GARB-ი და არა ცალკეული ტელევიზიები, რაც საშუალებას მოგვცემს, გავიაროთ კონსულტაციები, ტრენინგები – ეს ძალიან დაგვეხმარება. მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია”, -აღნიშნა ნათია კუპრაშვილმა.

ხორვატიაში რვა რეგიონალური ტელეკომპანიის ხელმძღვანელი 5-10 სექტემბერს იმყოფებოდა. სასწავლო ტური ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის დაფინანსებით მოეწყო. ქართულმა დელეგაციამ შეხვედრები  გამართა ხორვატიის კომერციულ და საზოგადოებრივი მაუწყებელსა და მის რეგიონულ ბიუროებში.

ტელევიზიებს ჯამში, დაახლოვებით, 36 მლნ ლარის დავალიანება ჩამოეწერებათ

პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო მაუწყებელთა საგადასახადო ამნისტირების შესახებ ინიციატივა, რომელიც ნაციონალური და რეგიონალური ტელევიზიების მიერ 1 მარტამდე დაგროვილი, დაახლოებით 36 მლნ ლარის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას ითვალისწინებს. Continue reading