“მრავალკუთხედი” პალიტრა TV-ს ეთერშია

საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის მიერ მომზადებული საკვირაო ტელეჟურნალი “მრავალკუთხედი”, პალიტრა TV-სთან თანამშრომლობას იწყებს.

დღეიდან ყოველ შაბათს,  “პალიტრა TV”-ს საშუალებით, ინტერნეტმაყურებელსა და უცხოეთში მყოფ ქართველებს, საშუალება ექნებათ საქართველოს რეგიონებში მიმდინარე მოვლენებს ადევნონ თვალი.

ტელეჟურნალი უკვე მეორე წელია, რაც რეგიონული ტელევიზიების საშუალებით, მთელს საქართველოს ფარავს. ის ჰოლანდიური ორგანიზაცია PRESS NOW-ს, ფონდ ,,ღია საზოგადოება -საქართველოსა” და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით მზადდება.

 

 

 

Advertisements

საქართველოში მედიის, როგორც მაკონტროლებელი ინსტიტუტის როლის გაძლიერება

GARB-ი არის ევროკავშირის ფინანასური მხარდაჭერით ,,ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის” მიერ განხორციელებადი პრეოქტის პარტნიორი.

მიზანი:

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა ევროკავშირის დაფინანსებით დაიწყო პროექტი ”საქართველოში მედიის, როგორც მაკონტროლებელი ინსტიტუტის როლის გაძლიერება”, რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაზრდას ხარისხიან, პროფესიულ და დამოუკიდებელ ინფორმაციაზე.

პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებების განხორციელება:
• ქართული მედია სივრცის კვლევა (როგორც რაოდენობრივი,ასევე თვისობრივი მეთოდების გამოყენებით).
• ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის დაფუძვნება, რომელიც უფასო იურიდიულ დახმარებას გაუწევს მედიის სფეროში მომუშავე პროფესიონალებსა და იურისტებს და ხელს შეუწყობს საკანონმდებლო ცვლილებებს.
• საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის ინსტიტუციური გაძლიერება და მისი დაკავშირება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მედია ასოციაციასთან
• ტრენინგების ჩატარება მედიის სფეროში მომუშავე პროფესიონალებისა და იურისტებისათვის საგამოძიებო ჟურნალისტიკის სპეციფიკასთან, მედია სამართლისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით.
• სატელევიზიო და საჯარო დისკუსიების მოწყობა ყველა დაინტერესებული პირის მონაწილეობით, სადაც განხილული იქნება ქართული მედიის მდგომარეობა.
• საგრანტო კონკურსების გამოცხადება საგამოძიებო ჟურნალისტიკის სფეროში.

რეგიონულ საკითხებზე მედიაპროგრამის მხარდაჭერა

საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციცია ჰოლანდიური ორგანიზაცია PRESS NOW-ს ფონდ ,,ღია საზოგადოება -საქართველოსა” და აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით  ახორციელებს პროექტს ,,რეგიონულ საკითხებზე მედიაპროგრამის მხარდაჭერა”.

 

პროექტის ფარგლებში მზადდება და რეგიონული ტელეკომაპნიების ეთერით გადაიცემა ტელეჟუნალი ,,მრავალკუთხედი”. ამასთან ხუთი რადიოკომპანია, მათ შორის თბილისში მაუწყებელი ,,მონტე კარლო” ეთერში გადასცემს გადაცემის აუდიოვერსიას.

სომხურ და აზერბაიჯანულ ენაზე სუბტიტრირებული ,,მრავალკუთხედი” გადიაცემა ეთნიკური უმცირესოებბით დასახლებულ რეგიონებში.

გადაცემის სრული ვერსიების ნახვა ასევე შესაძებელია პარტნიორი ITV-ს გვერდზე.

მრავალი კუთხე

სხვადასხვა კუთხით

ტელეჟურნალში

მრავალკუთხედი