GARB-ი თემაზე – ,, ადმიანის უფლებები ცხინვალის რეგიონში“ დისკუსიას მართავს

8 ნომებერს, 14;00 საათზე გორში, ,,ქართლოსის“ ოფისში (სტალინის #10) ,,საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია“ (GARB) ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების თემაზე დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად ადგილობრივ პოლიტიკურ ძალებს, არასამათავრობო ორგანზიაციებს, მედიას და დაინტერესებულ პირებს იწვევს.

GARB-ი Free Press Unlimited-ისა და ფონდ ,,ღია საზოგადოება – საქართველოს“ მხარდაჭერით ტელეჟურნალში ,,მრავალკუთხედი“ ახერხებს დაკვირვებით გააშუქოს კონფლიქტის ზონებში მიმდინარე მოვლენები. ,,მრავალკუთხედში“ გადაიცემა რეპორტაჟები როგორც  სოხუმიდან, გალიდან, გაგრიდან, ისე ცხინვალის რეგიონიდან. ჟურნალისტების მიერ მომზადებულ რეპორტაჟებში ჩანს, რომ ამ რეგიონებში მუდმივად აქვს ადგილი ადამიანის უფლებების დარღვევებს: ადგილობრივი მაცხოვრებლების გატაცებას, უკანონო პატიმრობას, ფიზიკურ შეურაცხყოფას და სხვა. აღნიშნულ საკითხებს GARB-ი დისკუსიის სხვა მონაწილეებთან ერთად უშუალო დაზარალებულების ჩართვით განიხილავს.

შეხვედრის ანგარიში დაეგზავნება საკითხით დაინტერესებულ ადგილობრივ და საერთაშორისო, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანზიაციებს. დისკუსიის ამსახველი რეპორტაჟი ,,მრავალკუთხედში“ გადაიცემა.

დაინტერესებულ პირებს ამ და საქართველოს სხვა რეგიონებში მიმდინარე მოვლენების ამსახველი რეპორტაჟების ნახვის საშუალება აქვთ, როგორც პროექტის მონაწილე რეგიონული ტელეკომპანიების ეთერით, ისე GARB-ის ონლაინ ტელევიზიის გვერდზე: www.garbonline.tv.

მსგავსი დისკუსია ,,ქართულ-აფახზური ურთიერთოებების“ თემაზე GARB-მა აგვისტოში ბათუმში უკვე  გაამრთა.

დისკუსიაში მონაწილების სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ: T +993 32 293 44 72   axlobelimedia@gmail.com

Advertisements

GARB-ი ქართულ- აფხაზურ ურთიერთობებზე დისკუსიას აწყობს.

12 აგვისტოს 16:00 სთ-ზე ბათუმის პრესკაფეში საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია (GARB) დისკუსიას აწყობს.

უკვე თვეზე მეტია GARB-ის ბაზაზე წარმოებულ ყოველკვირეულ ტელეჟურნალ ,,მრავალკუთხედში” სოხუმში მოქმედი ჟურნალისტების მიერ მომზადებული რეპორტაჟები გადის, ასოციაცია ასევე ცდილობს ითანამშრომლოს ცხინვალში მოქმედ ჟურნალისტებთანაც. პარალელურად ასოციაციის წევრი ტელეკომპანიის რეპორტიორები დაკვირვებით აშუქებენ კონფლიქტისპირა რეგიონების პრობლემებს.

სამოქალაქო სექტორთან, კოლეგებთან, ხელისუფლების წარმომადგენლებთან და უბრალო მოქალაქეებთან ერთად, ასოციაციას სურს განიხილოს ჟურნალისტთა თანამშრომობის შედეგები. შეხვედრაზე ნაჩვენები იქნება ,,მრავალკუთხედში” გასული შესაბამისი რეპორტაჟები.

GARB-ი მწუხარებას გამოთქვამს ია გეგეშიძის გარდაცვალების გამო

საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ნიჭიერი ჟურნალისტის, ძვირფასი კოლეგის, კარგი მეგობრის ია გეგეშიძის გარდაცვალების გამო. GARB-ი უთანაგრძნობს ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს.

ტელეჟურნალ „მრავალკუთხედისთვის” სიუჟეტები აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდანაც მომზადდება

“რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის” (GARB) ყოველკვირეულ ტელეჟურნალ „მრავალკუთხედისთვის”  პირველი ივლისიდან სიუჟეტები აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდანაც მომზადდება.
„მრავალკუთხედი” რეგიონული ტელეკომპანიებისა და ინტერნეტტელევიზია „პალიტრა TV”-ს ეთერში გადის. სიუჟეტებს რეგიონული ტელემაუწყებლების კორესპონდენტები ამზადებენ, ტელეჟურნალი კი თბილისში, GARB-ის  სტუდიაში იკვრება.

ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ნათია კუპრაშვილის განცხადებით, სოხუმში მომუშავე დამოუკიდებელ ჟურნალისტებთან მოლაპარაკებები დასრულებეულია, ცხინვალელი კორესპონდენტის გადაწყვეტილებას კი კვლავ ელოდებიან.

„უარის მიღების შემთხვევაშიც ვეცდებით, ეს რეგიონი უფრო აქტიურად გავაშუქოთ. სოხუმელი და ცხინვალელი ჟურნალისტების მიერ მომზადებულ პროდუქტს ყოველგვარი რედაქტირების გარეშე მივაწვდით ჩვენს მაყურებელს იმისათვის, რომ გავიგოთ,როგორ ხედავენ  იქ მცხოვრებნი მათ ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს,” – უთხრა media.ge-ს ნათია კუპრაშვილმა. მისი თქმით, ოკუპირებული ტერიტორიიდან მომზადებული მასალები შეეხება ადამიანის უფლებებს, ეკონომიკას, სოციალურ პრობლემებს კულტურას – ყველაფერს, გარდა პოლიტიკისა.

ტელეჟურნალი “მრავალკუთხედი” ჰოლანდიური ორგანზიაცია “პრეს ნაუსა” და ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს”   მხარდაჭერით 2009 წლიდან მზადდება.

“რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია” 26 რეგიონულ ტელეკომპანიას აერთიანებს

GARB-ი ახალი გზამკვლევისა და ვებ გვერდის პრეზენტაციას აწყობს

საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციამ (GARB) წევრი კომპანიების დასახმარებლად მოამზადა გზამკვლევი – ,,ახალი მედია- ძველი მედიისთვის”, რომელიც  თეორიული ნაწილისა  და პრაქტიკული (ვიდეო) გაკვეთილებისგან  შედგება.

გზამკვლევი, რომელზეც ასოცაიციის თბილისის ოფისში დასაქმებული კადრებისგან შემდგარმა ჯგუფმა იმუშავა, მომზადებულია უშუალოდ საქართველოს რეგიონული ტელეკომპანიებისთვის, თუმცა შესაძლოა მან დახმარება სხვა მედიასაშუალებებში დასაქმებულ ჟურნალისტებს, დამწყებ რეპორტიორებს და სტუდენტებსაც გაუწიოს.

გზამკვლევი მომზადდა  გაზეთებისა და ახალი ამბების გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის (WAN-IFRA), აირექს ევროპის (IREX Europe), რეგიონული მედიის ასოციაციისა (GRMA) და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ერთობლივი – ,,მედიის ხელშემწყობი პროგრამის” ფარგლებში.

GARB-ი აპირებს ახალი ვებ-გვერდის ამუშავებას მიმდინარე პროექტისთვის, რომელსაც მხარს უჭერენ ფონდი ,,ღია საზოგადოება – საქართველო” , ჰოლანდიური ორგანიზაცია ,,PRESS NOW” და აშშ-ს საელჩო საქართველოში.  პროექტის ფარგლებში ასოციაციის ბაზაზე მზადდება ყოველკვირეული ტელე-რადიო ჟურნალი ,,მრავალკუთხედი”. ტელეჟურნალთან ერთად ვებ-გვერდზე რეგიონული ტელეკომპანიების მიერ მომზადებული ვიდეოპროდუქციაც განთავსდება.

გზამკვლევის პრეზენტაცია გაიმართება  13 ივნისს 15:00 სთ-ზე. მის. ჭოველიძის #10 (ფონდი ,,ღია საზოგადოება – საქართველო”). დასწრების მსურველებმა უნდა გაგზავნოთ შესაბამისი შეტყობინება axlobelimedia@gmail.com და მიიღოთ დადასტურება.

კოალიცია ”მედიის ადვოკატირებისათვის” გმობს ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს

კოალიცია ”მედიის ადვოკატირებისათვის” გმობს საქართველოს ხელისუფლების მიერ 26 მაისის ღამეს მომიტინგეების მიმართ განხორციელებულ ქმედებებს და დაუშვებლად მიიჩნევს ძალის გადამეტების ფაქტებს, რის შედეგადაც დაშავდა რამდენიმე ასეული ადამიანი. მწუხარებას გამოვთქვამთ დაღუპულებისა და დაზარალებულების მიმართ. Continue reading

ტრენინგების ციკლი კონფლიქტების გაშუქების თამაზე.

ჰოლანდიური ავტორიტეტული ორგანიზაცია ,,PRESS NOW“ წარმომადგენელი ბ-ნი ჯეკ კროუსი (Jack Kroes) საქართველოს რეგიონებსა და თბილისში კონფლიქტურ ზონებთან მოქმედი  ჟურნალისტებისთვის ტრენინგებს ჩაატარებს.

ტრენინგების მიზანია აღნიშნულ თემის გაშუქება ,,საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციაციის“ (GAEB) ბაზაზე წარმოებულ ტელე-რადიო ჟურნალში ,,მრავალკუთხედი“  უფრო ინტენსიური, სიღრმისეული და კვალიფიციური გახდეს.

ტელე- რადიო ჟურნალი ,,მრავალკუთხედი“ უკვე მეორე წელია PRESS NOW , ფონდ ,,ღია საზოგადოება საქართველოსა“ აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იქმნება და ასოციაციის წევრ ტელეკომპანიებთან ერთად 5 პარტნიორი რადიოსადგურისა და palitratv-ს ეთერით გადაიცემა.