ძეგლომანია

ალი და ნინო, ნეპტუნი, წმინდა გიორგის ქანდაკება, რეიგანის ძეგლი, ცხოვრებასავით სათუთი კვერცხები, ეს იმ მონუმენტების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც უკანასკნელი წლების მანძილზე საქართველოს კუთხეებში დაიდგა. პრესტიჟული ადგილის გამო, ახალი ქანდაკებებისათვის კვარცხლბეკის დათმობა ძველებსაც მოუწიათ. საზოგადოების ნაწილი ჩანაცვლების ტენდენციას სკეპტიკურად უყურებს, ნაწილისთვის კი ისინი მოსაწყენი, საბჭოური სკულპტურების ალტერნატივაა. როგორ აფასებენ ხელოვნებათმცოდნეები და ფსიქოლოგები ამ პროცესს, თემით მრავალკუთხედის ჟურნალისტები დაინტერესდნენ.

დატოვე კომენტარი