ტელეჟურნალ „მრავალკუთხედისთვის” სიუჟეტები აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდანაც მომზადდება

“რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის” (GARB) ყოველკვირეულ ტელეჟურნალ „მრავალკუთხედისთვის”  პირველი ივლისიდან სიუჟეტები აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდანაც მომზადდება.
„მრავალკუთხედი” რეგიონული ტელეკომპანიებისა და ინტერნეტტელევიზია „პალიტრა TV”-ს ეთერში გადის. სიუჟეტებს რეგიონული ტელემაუწყებლების კორესპონდენტები ამზადებენ, ტელეჟურნალი კი თბილისში, GARB-ის  სტუდიაში იკვრება.

ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ნათია კუპრაშვილის განცხადებით, სოხუმში მომუშავე დამოუკიდებელ ჟურნალისტებთან მოლაპარაკებები დასრულებეულია, ცხინვალელი კორესპონდენტის გადაწყვეტილებას კი კვლავ ელოდებიან.

„უარის მიღების შემთხვევაშიც ვეცდებით, ეს რეგიონი უფრო აქტიურად გავაშუქოთ. სოხუმელი და ცხინვალელი ჟურნალისტების მიერ მომზადებულ პროდუქტს ყოველგვარი რედაქტირების გარეშე მივაწვდით ჩვენს მაყურებელს იმისათვის, რომ გავიგოთ,როგორ ხედავენ  იქ მცხოვრებნი მათ ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს,” – უთხრა media.ge-ს ნათია კუპრაშვილმა. მისი თქმით, ოკუპირებული ტერიტორიიდან მომზადებული მასალები შეეხება ადამიანის უფლებებს, ეკონომიკას, სოციალურ პრობლემებს კულტურას – ყველაფერს, გარდა პოლიტიკისა.

ტელეჟურნალი “მრავალკუთხედი” ჰოლანდიური ორგანზიაცია “პრეს ნაუსა” და ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს”   მხარდაჭერით 2009 წლიდან მზადდება.

“რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია” 26 რეგიონულ ტელეკომპანიას აერთიანებს

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: