კოალიცია ”მედიის ადვოკატირებისათვის” გმობს ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს

კოალიცია ”მედიის ადვოკატირებისათვის” გმობს საქართველოს ხელისუფლების მიერ 26 მაისის ღამეს მომიტინგეების მიმართ განხორციელებულ ქმედებებს და დაუშვებლად მიიჩნევს ძალის გადამეტების ფაქტებს, რის შედეგადაც დაშავდა რამდენიმე ასეული ადამიანი. მწუხარებას გამოვთქვამთ დაღუპულებისა და დაზარალებულების მიმართ.

კოალიციისთვის მიუღებელია 26 მაისს ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტები. სამართლდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ჟურნალისტებისათვის ვიდეოკამერების წართმევა არის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული, კერძოდ,  ჟურნალისტის საქმიანობის განზრახ ხელის შეშლა. მიგვაჩნია, რომ ჟურნალისტების მიმართ ფიზიკური ზეწოლის თითოეული ფაქტი დაუყოვნებლივ  უნდა იქნას გამოძიებული, რათა კანონით დადგენილი წესით პასუხი აგოს ყველა იმ პირმა,  რომელიც სდევნიდა ჟურნალისტებს მათ მიერ პროფესიული საქმიანობის განხოციელების დროს. ჩვენთვის  მიუღებელია ნებისმიერი ძალადობა, რომელიც მიმართულია ჟურნალისტების წინააღმდეგ.

კოალიცია შეშფოთებას გამოხატავს იმ ტელევიზიების მიმართ, რომლებიც მომხდარი მოვლენების შესახებ ინფორმაციის არასრულად და ტენდენციურად აშუქებდნენ.  ნაციონალური არხების მიერ არ მომხდარა მომიტინგეთა დარბევისა და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული უკანონო ქმედებების სრულყოფილი და ობიექტური გაშუქება. განსაკუთრებით ხაზგასასმელია საზოგადოებრივი მაუწყებლის  ქმედება, რომლის ეთერითაც მაყურებელს არ მიეცა საშუალება სრულოფილი ინფორმაცია მიეღო 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით ჟურნალისტების მიმართ შემდეგი სახის უკანონო ქმედებები განხორციელდა:

  1. სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა სცემეს  „ნეტგაზეთის” ჟურნალისტი თამაზ კუპრეიშვილი და წაართვეს ვიდეოკამერა.
  2. საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი მალხაზ ჭკადუა დიღმის პოლიციის განყოფილებაში იყო დაკავებული ყოველგვარი სამართლებრივი საფუძლვის გარეშე.
  3. საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსის” კიდევ ერთ ჟურნალისტი დარეჯან პაატაშვილს კი სპეცრაზმელებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მას ვიდეოკამერა წაართვეს. ოპერატორს კი კამერა დაუმტვრიეს.
  4. ცრემლსადენი გაზით მოიწამლა ნეტგაზეთის ჟურნალისტი ნინო კახიაშვილი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუმცა პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ,  სახლში გაწერეს.
  5. ნეტგაზეთის კიდევ ერთ ჟურნალისტს ნესტან ცეცხლაძეს ვიდეოკამერა წაართვეს.
  6. ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ფოტოკამერა წაართვეს „გურია ნიუსის” ჟურნალისტს ნატო გოგელიას, რისი მომსწრეც Media.Ge გახდა.
  7. ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გაზეთ ”რეზონანსის” ჟურნალისტს ზაირა მიქატაძეს.
  8. ობიექტივის ჟურნალისტს, დიანა ხოფერიას” მიაყენეს მძიმე ფიზიკური დაზიანება, რის შედეგადაც მას თავზე რამდენიმე ნაკერი დაადეს.

კოალიცია კიდევ ერთხელ გამოთქვამს შეშფოთებას 26 მაისის ღამეს მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით და სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით. მზად ვართ, სამართალდამცავ ორგანოებს მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია გამოძიების სწრაფად და ეფექტურად წარმართვის მიზნით.  ასევე,  მოვითხოვთ, რომ  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია მის მიერ გაწეული ქმედითი ნაბიჯების შესახებ.

კოალიციის წევრი ორგანოზაციები:

  1. ”საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია”
  2. არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამოქალაქო საზოგადოებისათვის”
  3. ”საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია”
  4. ”რეგიონული მაუწყებლების ქსელი”
  5. ”ჟურნალისტთა ეთიკის ქარტია”
  6. ”მედიაკლუბი”
  7. ”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”
  8. ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”
  9. ”სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი”
  10. ფონდი ”ღია საზოგადოება – საქართველო”
  11. ”ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი”
Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: