რეგიონულმა მაუწყებლებმა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის საკითხებზე იმსჯელეს

წყარო: media.ge

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებულ პრობლემებზე  ისაუბრეს იურისტებმა, ეკონომისა და მდგრადი განვითარების  სამინისტროს წარმომადგენლებმა, მედიაექსპერტებმა და  რეგიონული ტელევიზიების ხელმძღვანელებმა, 23 თებერვალს, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში” გამართულ მრგვალი მაგიდის დროს.

შეხვედრა  „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის” მიერ იყო ორგანიზებული და იგი  პროექტ „საქართველოში მედიის, როგორც მაკონტროლებელი ინსტიტუტის როლის გაძლიერება” ფარგლებში ჩატარდა. ფონდმა გუშინ  ბოლო ღონისძიებები ჩაატარა 18-თვიანი პროექტისა,  რომელიც   ევროკავშირის და ნორვეგიის საგარეო უწყების მხარდაჭერით განხორციელდა.

2006 წელს ჟენევაში მიღწეული შეთანხმების მიხედვით  ე.წ. №1  რეგიონის ქვეყნები, რომლებშიც საქართველოც შედის,  2015 წელს ციფრულ მაუწყებლობაზე უნდა გადავიდნენ, თუმცა, შესაძლებელია, რომ პროცესი კიდევ 5 წლით გაგრ ძელდეს. რეგიონის თითოეულ ქვეყანას საკუთარი სიხშირული დიაპაზონები გამოეყო , რომლებზეც მაუწყებლობის განხორციელება იქნება შესაძლებელი, საქართველოს 175 ციფრული არხი  10 სამაუწყებლო ზონაში განაწილდება.

შეხვედრას ესწრებოდა  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს   კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ქაშიბაძე, რომელიც ზოგადი განცხადებებით შემოიფარგლა. მისი თქმით,  ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლით  მოგვარდება ტელე და რადიოსიხშირეების სიმცირის პრობლემა და გაჩნდება მეოთხე თაობის მობილური კავშირიც, რაც ინვესტორების მოზიდვის გარანტიაც იქნება.

„ევროპის ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით, სამინისტრო ინტერნსიურად მუშაობს იმ ტიპის გეგმაზე, რომელიც მომხმარებლის, სახელმწიფოსა და მაუწყებლების ინტერესს დააკმაყოფილებს”, – აღნიშნა ქაშიბაძემ. მისივე ვარაუდით გეგმა საბოლოო სახეს ივლისში მიიღებს.

თუმცა, ქაშიბაძემ პასუხი ვერ გასცა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის დირექტორის  ქეთევან ვაშაკიძის კითხვას, არსებობს თუ არა ამ გეგმის შემუშავების მეთოდოლოგია, ან რა ეტაპზეა  მისი  შემუშავების პროცესი. ქაშიბაძისათვის ასევე უცნობია ის სავარაუდო ხარჯები, რომელიც   ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან იქნება დაკავშირებული.

ქაშიბაძემ მხოლოდ ის თქვა რომ პროცესი გამჭვირვალე იქნება.

ქეთევან ვაშაკიძის განცხადებით, ამ პროცესში პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, რადგან სწორედ მან უნდა უზრუნველყოს გეგმის შემუშავება.

მედიასამართლის ექსპერტმა ალექსანდრე ბარამიძემ ციფრული მაუწყებლობის დადებით მხარეზე, სიხშირული სპექტრის ეფექტურობასა და ლიცენზიის გაცემის საკითხზე ისაუბრა.

მისი თქმით,  საეთერო სატელევიზიო სისტემის ანალოგურიდან ციფრულ ტექნოლოგიებზე გადაყვანით, შესაძლებელი გახდება ერთ სიხშირულ ზოლში 4 დან 8-მდე არხის გადაცემა, გაუმჯობესდება გამოსახულებისა და ხმის ხარისხი, ასევე გაიზრდება კონკურენცია.

ციფრული მაუწყებლობის შემთხვევაში ჩნდება ე.წ „მულტიფლექსის ოპერატორის” ფუნქცია:

ეს გახლავთ ერთი სიხშირული ზოლი, რომელიც იძლევა იმის საშუალებას, რომ მასში რამდენიმე არხი მოთავსდეს. აქედან გამომდინარე, მისი მართვა სპეციფიკური ფუნქციაა.

ბარამიძის განმარტებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებშეი არსებობს ციფრული მაუწყებლობის ლიცენზირების ორი მოდელი. პირველი მოდელის მიხედვით, სიხშირული სპექტრის უფლებები გადაეცემა მულტიპლექსის ოპერატორს,( ის შესაძლოა ერთი პირიც იყოს)  რომელიც თავად გადაწყვეტს როგორ გადაანაწილოს ის  სხვადასხვა სამაუწყებლო სუბიექტებს შორის, ასეთი მოდელი არსებობს  ნიდერლანდებსა და დიდ ბრიტანეთში, მეორე მოდელის მიხედვით , სიხშირული სპექტრის  უფლებები გადაეცემა კონტენტის დისტრიბუტორს, რომელსაც არა აქვს უფლება თავად გადაწყვიტოს, თუ ვინ დაუშვას  მოცემული სიხშირული ზოლის მულტიპლექსის არხებთან. ამ გადაწყვეტილებას მარეგულირებელი ორგანო იღებს. (საქართველოს შემთხვევაში კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია).

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა რთული და ძვირადღირებული პროცესია და მოითხოვს მოქმედ ნორმატიულ ბაზაში ცვლილებების შეტანას, სატელევიზიო ინფრასტრუქტურის შეძენასა და მონტაჟს.

ბარამიძის თქმით,  უცნობია,   არის თუ არა შემუშავებული რაიმე ტიპის სტრატეგია საქართველოში.

საქართველოს  რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის  აღმასრულებელმა დირექტორმა ნათია კუპრაშვილმა  განაცხადა, რომ  ქვეყანას ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა ძვირი დაუჯდება და დასტურად „ტელეყურების მაჩვენებლების” 2010 წლის კვლევა წარმოადგინა. კვლევის მიხედვით, საქართველოს რეგიონებში მოსახლეობის უმეტესობას სახლში ერთი ტელევიზორი აქვს,  ასევე ბევრია შავ-თეთრ ტელევიზორთა რაოდენობა.

კუპრაშვილის განმარტებით, სპეციალური დეკოდერების შეძენას,რომელიც აუცილებელია ციფრული სიგნალის მისაღებად, მოსახლეობა ვერ შეძლებს. მისივე თქმით აშშ-ს მოსახლეობის სუბსიდირებისათვის 1,3 მილიარდი დოლარი დახარჯა.

„რეგიონულ მაუწყებლების წინაშე დიდი გამოწვევა დგას, თუმცა მათ პრობლემა გაითავისეს და 3-წლიანი გეგმა შეიმუშავეს. ისინი ამ ტვირთს ზიდავენ თუ იქნება თავისუფალი სივრცე და პოლიტიკური ნება”,  აღნიშნა მან.

გამომსვლელთა მოხსენების შემდგომ დისკუსია გაიმართა.

ნათია კუპრაშვილის თქმით, ევროპის ქვეყნებმა ციფრულ მაუწყებლობისთვის  მზადება მინიმუმ 5 წლით ადრე დაიწყეს, ამიტომ საჭიროა საქართველომ ეს პროცესი სასწრაფოდ დაიწყოს.

ვინაიდან სამინისტროს წარმომადგელისგან კონკრეტული პასუხები ვერ მიიღეს, მაუწყებლების ხელმძღვანელები შეთანხმდნენ, რომ ისინი არასამთავრობო სექტორთან ერთად გეგმის დამუშავებას დაიწყებენ.

ტელეკომპანია „რიონის”( ქუთაისი)  დირექტორის თამარ ღვინიანიძის თქმით, საჭიროა დაიწყოს სატელევიზიო დებატების ციკლი, რათა მოსახლეობის ინფორმირებულობა ამ საკითხისადმი გაიზარდოს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს   კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ჯემალ ვაშაკიძის თქმით, ამ ციფრული მაუწყებლობის შესახებ დებატებს აზრი არ ექნება, რადგან პროექტი ჯერ შემუშავებული არ არის. მან რეგიონული მაუწყებლების ხელმძღვანელებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს მოუწოდა სამინისტროს ალტერნატიული პროექტი შესთავაზონ, ვაშაკიძის თქმით „დეპარტამენტი ყველა წინადადებას განიხილავს”.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s

%d bloggers like this: