„თრიალეთის” გენარალური დირექტორი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია

ტელერადიოკომპანია „თრიალეთის” გენერალური დირექტორი ჯონი ნანეტაშვილი გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს. მან სააპელაციო სასამართლოს უკვე მიმართა და გორის სასამართლოს მოსამართლის დავით პაპუაშვილის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა. ჯონი ნანეტაშვილი ახლა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.

7 ოქტომბერს პატრულის თანამშრომლებმა ნანეტაშვილი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით სასამართლოში გადაიყვანეს. მოსამართლემ მას 400 ლარიანი ჯარიმა შეუფარდა და დარბაზიდან გაათავისუფლა. ამ დღეს პატრულის თანამშრომლებმა ტელევიზიის დირექტორი ქალაქის ცენტრში გააჩერეს და მობილურ ტელეფონზე საუბრის ბრალდებით ჯარიმის გამოწერას აპირებდნენ, რასაც ნანეტაშვილი არ დაეთანხმა. ამის შემდეგ,  ნანეტაშვილის თქმით,  იგი პოლიციელებმა მანქანიდან გადმოათრიეს და სასტიკად სცემეს. ნანეტაშვილმა სხეულზე მიყენებული დაზიანებები მოსამართლესაც უჩვენა, მაგრამ პაპუაშვილმა მისი ჩვენება არ გაიზიარა. სასამართლოს შემდეგ ნანეტაშვილმა სამედიცინო დაწესებულებებს მიმართა. მას თავის ქალის ტრამვა და ტვინის შერყევა დაუდგინდა.

ტელევიზიის დირექტორის აზრით,  ეს იყო მასზე გამიზნული თავდასხმა „თრიალეთის” თანამშრომლების დაშინების მიზნით.

ბოლო პერიოდში ტელეკომპანია მუდმივად უთმობს ეთერს ოპოზიციური პარტიების ლიდერებს, რომლებიც არსებულ ხელისუფლებას აკრიტიკებენ, გარდა ამისა,  თრიალეთი რეგიონში ტელეკომპანია „მაესტროს”  გადაცემების რეტრანსლირებას ახდენს. ამიტომ ტელევიზიის თანამშრომლების აზრით,  ამის გამო,  მათზე ანგარიშსწორება ხდება.  ტელევიზიას სოლიდარობა როგორც ადგილობრივმა ჟურნალისტებმა ისე ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა გამოუცხადეს.

„თრიალეთის” მთავარი თემა,  ორი კვირის განმავლობაში,  სწორედ ნანეტაშვილის ცემის ფაქტია. კომპანიის დამფუძნებელი ბადრი ნანეტაშვილი მისი ძმის ცემის შემკვეთად შიდა ქართლში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს  ზურაბ არსოშვილს ასახელებს. არსოშვილი ამ ბრალდებას აბსურდულს და გამოგონილს უწოდებს. პოლიტიკოსები კი უფრო შორს მიდიან და ნანეტაშვილის ცემის გამო ხელს შს მინისტრ ვანო  მერაბიშვილისკენ და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისკენ იშვერენ.

მოსამართლე დავით პაპუაშვილის გადაწყვეტილება არაობიექტურად შეაფასა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელმა ქეთი ბებიაშვილმა. მისი აზრით,  მოსამართლე აუცილებლად უნდა დაინტერესებულიყო,  საიდან ჰქონდა ნანეტაშვილს დაზიანებები მიღებული და შესაბამისად   უნდა ემოქმედა, რაც ტელევიზიის დირექტორის საქმესთან მიმართებაში,  არ მომხდარა.

ამ საქმეზე გორში ხმაური არ წყდება. როგორც „თრიალეთის” ეთერში  შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსმა,  ვლადიმერ ჯუღელმა,  განაცხადა,  საქმე გორის პროკურატურას გადაეცა და მოკვლევა დაიწყო.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რესპუბლიკელი წევრი,  დავით რაზმაძე, ინიციატივით გამოდის,  რომ საკრებულოში შეიქმნას მუშა ჯგუფი, რომელიც  „თრიალეთის”  გენერალური დირექტორის ცემის ფაქტზე დაიწყებს გამოძიების მსვლელობის გაცნობას. დავით რაზმაძის ინიციატივას საკრებულოს კიდევ ერთი ოპოზიციური პარტიის  ქრისტიან- დემოკრატების წარმომადგენელი ზურაბ როსებაშვილიც შეუერთდა. დავით რაზმაძე სპეციალური ჯგუფის შექმნის ინიციატივას საკრებულოს უახლოეს სხდომაზე დააყენებს.

რაზმაძის თქმით,  მუშა ჯგუფში შემავალი დეპუტატები,  ჯონი ნანეტაშვილის საქმესთან ერთად,  სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების და   ადამიანის უფლებების დარღვევის სხვა ფაქტებსაც შეისწავლის.

გოგა აფციაური, გორი media.ge

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: