ტელეკომპანია ,,იმერვიზიის“ საეთერო მაუწყებლობა შეწყდა

1 ივლისს, დილის 4 საათზე ჭიათურის ტელეანძაზე მწყობრიდან გამოვიდა ადგილობრივი ტელეკომპანია ,,იმერვიზიის“ კუთვნილი გადამცემი აპარატურა.

ტელეკომპანიის ხელმძღვაენელის რამაზ გამეზარდაშვილის განცხადებით ,,გადამცემი აღდგენას აღარ ექვემდებარება. მე, ბუნებრივია ყველაფერს ვაკეთებ რაც შესაძლებელია. ამჟამად ვმაუწყებლობთ კაბელში. ეთერიდან გათიშვის გამო ,,იმერვიზია” ვეღარ ასრულებს ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებს. ეთერში ვეღარ გადაიცემა საინფორმაციო გამოშვებები და განცხადებები. ბუნებრივია, ამ პირობებში ზარალის რაოდენობა ყოველდღიურად  მოიმატებს“.

ტელეკომპანია ,,იმერვიზია“  ჭიათურა-საჩხერის რეგიონში ერთადერთი ადგილობრივი საინფორმაციო არხია. ტელეკომაპნია ერთადერთია, რომელიც ოკუპირებული პერევის ტერიტორიაზე მაუწყებლობს.

ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია დახმარებას მედიის მიმართულებით მოქმედ დონორ ორგანიზაციებს სთხოვს, რადგან რეგიონულ არხებს მსგავსი პრობლემების ოპერატირული მოგვარება, სარეკლამო ბაზრის სიმცირისა და რეგიონულ მედიაში შექმნილი ფინანსური მდგომარეობის გამო დამოუკიდებლად არ შეუძლიათ.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: