გადაცემა, რომელიც 21 ტელეკომპანიას აერთიანებს

ყოველ კვირას რეგიონული ტელეკომპანიების ეთერში ტელეჟურნალი “მრავალკუთხედი”  გადის. სიუჟეტებს რეგიონული კორესპონდენტები ამზადებენ, გადაცემა თბილისში, „საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის”  სტუდიაში იკვრება და შემდეგ რეგიონულ ტელეკომპანიებს ეგზავნება. ტელეჟურნალის ქრონომეტრაჟი ერთი საათია. “მრავალკუთხედის” ობიექტივში მრავალი თემა ხვდება – ადამიანის უფლებები, ეთნიკური უმცირესობები, განათლება, კულტურა.

„სიუჟეტის თემები და რესპონდენტები გადაცემის მთავარ პროდიუსერთან თანხმდება, აქცენტს პოლიტიკაზე არ ვაკეთებთ, ვირჩევთ იმ საკითხებს, რაც რეგიონებისთვის მნიშვნელოვანია და რაც ცენტრალური არხებით არ შუქდება. ფაქტობრივად, ამ გადაცემის საშუალებით, რეგიონებს შორის ინფორმაცია იცვლება, იქმნება ერთიანი საინფორმაციო სივრცე, რაც ხელს უწყობს რეგიონული ტელეკომპანიების ერთმანეთთან თანამშრომლობას და მათ განვითარებას,” – აღნიშნა „რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის” აღმასრულებელმა დირექტორმა ნათია კუპრაშვილმა, რომელიც ამავდროულად პროექტის ხელმძღვანელიცაა.

„მრავალკუთხედს” საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია ჰოლანდიური მედიაორგანზიაცია „პრესნაუს” ფინანსური დახმარებით ამზადებს. გადაცემა 2009 წლის 1 დეკემბრიდან გადის ეთერში.

This slideshow requires JavaScript.

პროექტში, რომელსაც „რეგიონულ საკითხებზე მედია პროექტის მხარდაჭერა საქართველოში” ჰქვია, 21 რეგიონული ტელევიზიაა ჩართული. ორმა ტელეკომპანიამ „თრიალეთმა” (გორი) და „მეგა TV”-იმ  (ხონი) „მრავალკუთხედში” მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. თავდაპირველად,  პროექტში ჩაერთო ნინოწმინდის ტელეკომპანია „ფარვანა” და ახალქალაქის  „ATV-12,” თუმცა,  შემდეგ,  გადაცემა მათ ეთერში აღარ გავიდა, ქალაქებში  ძირითადად სომხურენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს და ქართულ ენაზე მომზადებული „მრავაკლუთხედი” მათთვის გაუგებარი აღმოჩნდა. როგორც ნათია კუპრაშვილი ამბობს, ამ კუთხით მუშაობა დაწყებულია და მალე სიუჟეტებს სომხურ ენაზე სუბტიტრებსაც დაადებენ.

თბილისის სტუდიაში გადაცემის აწყობაზე მხოლოდ ოთხი ადამიანი მუშაობს, “მრავალკუთხედს” ერთი წამყვანი ჰყავს – ნინო ჭანტურაია. გარდა ამისა, სიუჟეტების მომზადებაში პერიოდულად სტუდენტებიც ეხმარებიან. ტექნიკური აღჭურვილობა ძალიან მწირი აქვთ, თუმცა, მთავარი პრობლემა მაინც რეგიონულ ტელეკომპანიებში ექმნებათ, რადგან ბევრ მათგანს პროფესიული კამერებიც კი არ აქვს და სიუჟეტებს სამოყვარულო დონის აპარატურით აკეთებენ.

„იმის გამო, რომ სხვადასხვა ტელეკომპანიას განსხვავებული ხარისხის ტექნიკა აქვს, გადაცემა ჭრელი გამოდის, რაც ძალიან არ მომწონს. თავდაპირველად ჩვენი პრიორიტეტი საინტერესო კონტენტი იყო, რაც მივიღეთ კიდეც. შინაარსობრივი მხრით კმაყოფილები ვართ, ტექნიკურ ხარვეზებს  კი თანდათან გამოვასწორებთ.  პროექტი, თავდაპირველად,  9-თვიანი  იყო, მაგრამ ვინაიდან გადაცემამ გაამართლა და დონორების მოწონებაც დავიმსახურეთ, ის აუცილებლად გაგრძელდება”, – ამბობს ნათია კუპრაშვილი.

ტექნიკური ბაზის  გასაუმჯობესებლად “მრავალკუთხედის” ავტორებმა ამერიკის საელჩოში პროექტი უკვე წარადგინეს და დაფინანსების მოლოდინში  არიან.

წყარო: media.ge

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: