ტელევიზიებს ჯამში, დაახლოვებით, 36 მლნ ლარის დავალიანება ჩამოეწერებათ

პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო მაუწყებელთა საგადასახადო ამნისტირების შესახებ ინიციატივა, რომელიც ნაციონალური და რეგიონალური ტელევიზიების მიერ 1 მარტამდე დაგროვილი, დაახლოებით 36 მლნ ლარის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას ითვალისწინებს. Continue reading

ვისთვის მზადდება ტელეამნისტია

წყარო: itv.ge

სიუჟეტი თემაზე

კითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც გაირკვა, რომ ტელეკომპანიებს შესაძლოა მხოლოდ 2004 წლიდან 2010 წლის 1 მარტამდე არსებული დავალიანებები ჩამოეწეროთ. ქვედა ზღვრად 2004 წლის შესაძლო დადგენას რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია მიზანშეუწონალდ მიიჩნევს. ნათია კუპრაშვილის განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება ამნისტიას არა მათთვის, არამედ ნაციონალური მაუწყებლებისთვის გამოაცხადებს. რეგიონული მედიის წარმომადგენელთა განცხადებით, დავალიანებები მათ სწორედ 2004 წლამდე დაუგროვდათ.

საგადასახადო ამინისტიის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში დასამტკიცებლად შედის

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მხარი დაუჭირა ტელემაუწყებლის ლიცენზიის მფლობელებისთვის საგადასახადო ამინისტიის საკითხის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას. Continue reading

არასამთავრობო ორგანიზაციები ტელესამაუწყებლო კომპანიებისთვის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის პროცესის გამჭვირვალობას ითხოვენ

This slideshow requires JavaScript.

26  თებერვალს, პარლამენტში საანგარიშო მოხსენებით გამოსვლის დროს, პრეზიდენტმა ქართული რეგიონული მაუწყებლებისთვის საგადასახადო ამნისტიის ინიციატივით გამოვიდა და განაცხადა, რომ ”მედიამ უნდა შეძლოს თავისუფლად განვითარება და მათი მეშვეობით განვითარდეს ქართული დემოკრატია”.  პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ მისივე ვებ გვერდზე საანგარიშო მოხსენება გამოქვეყნდა, რომლის თანახმად ამნისტია არა მხოლოდ რეგიონულ მაუწყებლებზე, არამედ ნაციონალურ მაუწყებლებზეც გავრცელდებოდა.  ამავდროულად, პარლამენტში შევიდა ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის კანონპროექტი, რომელიც  დავალიანების ჩამოწერას გულისხმობს მხოლოდ რეგიონული ტელევიზიებისთვის.

გამომდინარე იქიდან, რომ საგადასახადო ამნისტიასთან დაკავშირებული მოვლენები ბუნდოვანია და საზოგადოებისთვის უცნობია ის დავალიანებები, რაც მაუწყებლებს ეკისრებათ, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლების თხოვნით, ფონდმა ”ღია საზოგადოება-საქართველომ” 7 მაისს მრგვალი მაგიდა გამართა, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენდა მთავრობისათვის ტელესამაუწყებლო კომპანიებისთვის 36 მლნ ლარის ოდენობის   საგადასახადო დავალიანებისა და მასზე დარიცხული საურავების ჩამოწერის საკითხის გამჭვირვალობის მოთხოვნა და საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ საზოგადოების ინფორმირება.

შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” და ჟურნალ “ლიბერალის” წარმომადგენლები.

ჟურნალ “ლიბერალის” მთავარმა რედაქტორმა შორენა შავერდაშვილმა მაუწყებლების დავალიანებებზე ისაუბრა და კონკრეტული ციფრები დაასახელა.  ლიბერალის მიერ განხორციელებული მოკვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ მაუწყებელთა დავალიანება, გარდა იმ რამდენიმე მაუწყებლისა, რომელიც დავალიანების ოდენობას არ ასახელებს, 11 მილიონია. მისი თქმით “ჯამში 36 მილიონიანი ამნისტიიდან ცნობილი მხოლოდ 11 მილიონი ლარის სავარაუდო მიზნობრიობაა, დანარჩენი კი უცნობია”.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გადასახადებისაგან გათავისუფლების საკანონმდებლო მხარეზე და  იმ განსხვავებებზე ისაუბრა, რომელიც დავალიანების რესტრუქტურიზაციასა და ჩამოწერას შორის არსებობს . თამარ გურჩიანმა დავალიანების რესტრუქტურიზაციის კონკრეტული მაგალითები წარმოადგინა და აღნიშნა, რომ რესტრუქტურიზაცია ამ შემთხვევაშიც ყველაზე ოპტიმალური გამოსავალია. “ტელეკომპანიებისთვის საგადასახადო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის გამოცდილება უკვე არსებობს, ხოლო შეწყვეტის, ანუ ჩამოწერის პრაქტიკა-არა!”- აღნიშნა მან. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შემთხვევათა ინდივიდუალურად შესწავლაც მოითხოვა, იმისათვის, რომ პროპორციული ზომები იქნას მიღებული.

ცხარე დისკუსიისას განსხვავებული მოსაზრებები გამოითქვა.  დამსწრე საზოგადოების ნაწილი მიიჩნევდა, რომ დავალიანების ჩამოწერა არათანაბარი კონკურენტული გარემოს შექმნას უწყობს ხელს და იმ იმედით, რომ ამნისტია კვლავ განმეორდება, მაუწყებლებს უბიძგებს თავი აარიდონ გადასახადების გადახდას. გარდა ამისა, დაზარალებულია კეთილსინდისიერი გადამხდელი.  

“ვალების ჩამოწერა ნიშნავს, რომ იმ მედიას, რომელსაც ეკისრება დავალიანება უნდა ჩამოეწეროს გადასახადი, მაგრამ ამავე დროს, არიან მაუწყებლები, რომელთაც დავალიანება არ გააჩნიათ. ისინი პატიოსნად იხდიდნენ გადასახადებს და ამ შემთხვევაში დაზარალებულნი არიან. ამავე დროს, დგება მედიის თავისუფლების საკითხიც. როგორ ფიქრობთ, ის მედია, რომელსაც ჩვენ ჩამოვაწერთ ვალებს, იქნება ობიექტური?!”-ამბობს ლაშა ტუღუში, გაზეთ “რეზონანსის” მთავარი რედაქტორი.

პარლამენტარ პავლე კუბლაშვილის თქმით ინდივიდუალურად განხილვა სუბიექტურად განხილვას გულისხმობს, “რის შედეგადაც შეუძლებელია ობიექტური გადაწყვეტილება მივიღოთ. გადასახადების ჩამოწერის მიზანი არის მაუწყებლების განვითარების ხელშეწყობა მიუხედავად იმისა, ვის რამდენი აქვს დავალიანება. თუ გამოცხადდება ამნისტია ის ავტომატურად შეეხება ყველა მაუწყებელს, მიუხედავად იმისა სურს თუ არა მას ამის გამოყენება. თავისთავად ამნისტია,ხშირ შემთხვევაში, სცილდება სამართლიანობის ნაწილს  და ეს არ ეხება მხოლოდ საგადასახადო ამნისტიას. ამნისტიაში უსამართლობის ელემენტი გარკვეულწილად არის, რადგან არათანაბარ პირობებში აყენებს იმ პირებს, ვის მიმართაც ამნისტია შესაძლოა იყოს გამოყენებული,  საგადასახადო ამნისტია საფრთხილო თემაა და გადამხდელის კულტურას აზიანებს და კეთილსინდისიერ გადამხდელებს ცუდ მდგომარეობაში აყენებს, რის გამოც შეიძლება გაჩნდეს სურვილი რომ მათ აღარ გადაიხადონ თუ მსგავს შემთხვევას სისტემატიური ხასიათი ექნება, მაგრამ ეს ამნისტია არის ერთჯერადი აქტი და არავითარ შემთხვევაში არ განმეორდება”-აღნიშნავს იგი.

რეგიონული მაუწყებლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ რეგიონულ მაუწყებლებს  ამნისტია ძალიან ბევრ პრობლემას მოუხსნის. რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის წარმომადგენლის ნათია კუპრაშვილის თქმით, ”სარეკლამო ბაზარი რეგიონებში ფაქტობრივად არ არსებობს. დღესდღეობით, რეგიონულ მაუწყებელთა შემოსავალი ნულია. ამნისტიის გარეშე მაუწყებლები დახურვას ვერ გადაურჩებიან”.

გამოითქვა მოსაზრებაც, რომ თუ ამნისტია განხორციელდება, ის ბეჭდურ მედიასაც უნდა შეეხოს. “თუ მედიის მხარდაჭერაზეა საუბარი, რატომ მხოლოდ ტელევიზიები და არა ბეჭდური მედია და რადიო? ტელევიზიები მედია ბაზრის ყველაზე დიდი მოთამაშეები არიან, სარეკლამო ბაზრის უდიდესი წილიც მათზე მოდის. ლოგიკურად, გაცილებით უფრო დიდი ფინანსური წნეხის ქვეშ არის ბეჭდური მედია და არანაკლები როლი აქვს მას  ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის განვითარებაში”-აღნიშნა შორენა შავერდაშვილმა.

წყარო: ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო

სახალხო დამცველი რეგიონული არხების პრობლემებს გაეცნო

საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში 5 მაისს საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარეს – თამარ ღვინიანიძეს და აღმასრულებელ დირექტორს – ნათია კუპრაშვილს შეხვდა.

ასოციაციის ინიციატივით შემდგარ შეხვედრაზე რეგიონული არხების წინაშე მდგარი პრობლემები განიხილეს, მათ შორის ისაუბრეს რეგიონული არხების საგადასახადო ამინისტირების პროცესის გაჭიანურებასა და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე; საარჩევნო კოდექსის იმ მუხლებზე, რომელიც რეგიონულ მაუწყებელებს საარჩევნო სუბიექტებისთვის უფასო სარეკლამო დროის გამოყოფას ავალდებულებს და რეალურად, არხებს ძალიან აზარალებს, ასევე ,,საქართველოს ტელერადიოცენტრის” მხრიდან მომსახურების ტარიფების გაზრდის მცდელობაზე, რამაც შესაძლოა რეგიონულ არხებს ახალი პრობლემები შეუქმნას.

გიორგი ტუღუშის  განცხადებით, საქართველოს სახლახო დამცველის აპარატი აქტიურად დაკავდება რეგიონული მაუწყებლების წინაშე არსებული პრობლემების მოგვარების საკითხებით.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.